26 სექტემბერი, 2016
ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ ქალიშვილის პირველ ფოტოს აქვეყნებენ
21 სექტემბერს ადამ ლევინი და ბეჰატი პრინსლუ მშობლები პირველად გახდნენ - სუპერმოდელმა ქვეყანას დასტი როუზი მოავლინა. მშობიარობიდან სულ რამდენიმე დღეში წყვილმა ბავშვის გულისამაჩუყებელი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გოგონა მამას მკერდზე უწევს - "სიტყვებით აღუწერელია" - წერს ''ვიქტორია სეკრეტის'' მოდელი.

შეგახსენებთ, რომ ბეჰატის ფეხმძიმობის ამბავი მარტში გახდა ცნობილი.
Rating
მშობიარობის მოახლოებისას Maroon 5 - ის სოლისტმა ყველა გასტროლი გადადო, რათა მშობიარობისას ცოლის გვერდით ყოფილიყო.

წყვილის რომანი 2012 წელს დაიწყო, მალევე, რაც მომღერალი რუს მოდელ ანნა ვიალიცინას დაშორდა. 2
წლის შემდეგ კი შეყვარებულმა წყვილმა იქორწინა.

ლეა ხიმშიაშვილი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS