26 სექტემბერი, 2016
მონიკა ბელუჩი საუბრობს როგორია სექსი 50 წლის შემდეგ - "ასაკთან ერთად სურვილი არ ქრება"
52 წლის მოახლოების ჟამს იტალიელი მსახიობი, მონიკა ბელუჩი ფრანგული გამოცემისთვის Paris Match ფოტოსესიაში შიშველი გადაიღეს. მონიკამ დაამტკიცა, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს იმისთვის, რომ ქალი თავს მიმზიდველად და სექსუალურად გრძნობდეს.

Rating
"20 წლის ასაკში მიმზიდველი იყო, ეს ბუნებრივია. მაგრამ როცა 35 და 45 წლის ასაკში ლამაზი ხართ - ეს უკვე ცხოვრებისეული პოზიციაა" - გვიმხელს მონიკა ინტერვიუში.

ახალ გამოცემასთან ინტერვიუში, მსახიობმა საკუთარი აზრი გამოთქვა ასევე სიყვარულსა და ურთიერთობაზე. მონიკასთვის არ არსებობს ურთიერთობა და სექსი გრძნობების გარეშე, ასაკთან
ერთად კი მამაკაცების მიმართ კიდევ უფრო დაკვირვებული გახდა, რომლებმაც უნდა მიიზიდონ და თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული არა მარტო სიყვარულის ფიზიკური მხარით, არამედ გონიერი.
Rating

"ასაკთან ერთად სურვილი არ ქრება. ახალგაზრდობისას სურვილი გვმართავს ჰორმონალურ დონეზე. დროთაგანმავლობაში სექსი, ასე ვთქვათ, უფრო გააზრებული ხდება, მაგრამ სიამოვნება ძველებურად ძლიერია".

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კინოფესტივალზე მონიკა ბელუჩიმ ემირ კუსტურიცას ფილმი „On the Milky Road“ წარადგინა, სადაც მეომრის შეყვარებული განასახიერა, რომელიც ქორწილამდე კვდება.

მონიკას თქმით, შესანიშნავი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ბალკანეთის ომის ფონზე ვითარდება, 1990-1994 წლებში. ამ ისტორიამ მსახიობი დააფიქრა, რომელი თვისებები იზიდავს მამაკაცში.

ლეა ხიმშიაშვილი

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS