პაპარაცების მიერ გადაღებულ კადრებში აღბეჭდილია წყვილის კამათი, რასაც ბავშვები გაოცებულები შესცქერიან. ფოტოზე ჩანს, რომ ბრედი და ანჯელინა რაღაცაზე ვერ შეთანხმდა და ერთმანეთს ემოციური ჟესტებით ესაუბრებიან.
ერთი წლის წინ ამ ფოტოებს დიდი ხმაური არ გამოუწვევია, ახლა კი ფოტოგრაფები ამ მასალებს წყვილის განშორების საწყის ფაქტებად მიიჩნევენ.
მას შემდეგ პრესა ხშირად წერდა მათი ქორწინების კრიზისზე, თუმცა ბოლომდე არავის
ახლა, თვითმფრინავში მათი უკანასკნელი კამათი კი პოლიციაში განიხილება. შეგახსენებთ, რომ ფრენის დროს ოჯახური ჩხუბის ანონიმურმა მოწმემ, ჩვენება ბავშვების დაცვის საკეთილდღეოდ მისცა. ინფორმაციის ცნობით, პიტი ბავშვებს სასტიკად ექცეოდა.
ცნობილი გახდა ასევე, რომ ბორტზე ბრედმა და 15 წლის მედოქსმა იკამათეს.
დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ ბავშვების მიმართ სასტიკად მოქცევის მსგვასიც არაფერი ყოფილა. ბრედი მზრუნველი მამაა.
როგორც ყველა მამის შემთხვევაში, ვაჟთან მისი ურთიერთობა მარტივი არ იქნება. კამათი თვითმფრინავის დაჯდომამდე დაიწყეს - წერს სააგენტო The Sun.
ლეა ხიმშიაშვილი