წიგნის ავტორი ჟურნალისტი და მწერალი კეტი ნიკოლია. მისი თქმით, ყველაფერი არც ასე მარტივად
სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ აირჩია კეიტმა წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტი, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო პრინცთან და მასთან შემთხვევითი ნაცნობობა კარგად გამოეყენებინა. თავდაპირველად მას ედინბურგში სურდა სწავლა და წერილიც კი მიუღია, რომელშიც აუწყეს, რომ უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ კეიტმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტში გაგზავნა განცხადება.
ბიოგრაფმა ისიც გაარკვია, რომ პრინცი უილიამი კეიტის პირველი სიყვარული არ ყოფილა. მანამდე ის ვინმე ჰარი ბლეიკლოკს ხვდებოდა. „ის ყველაზე ცნობილი ბიჭი იყო მალბოროს კოლეჯში და კრიკეტსაც კარგად თამაშობდა. კეიტზე ერთი წლით უფროსი გახლდათ. მათმა რომანმა ერთ წელიწადს გასტანა“.
ჰარიმ კეიტის ერთ-ერთი მეგობარი მოიყვანა ცოლად და მომავალ ჰერცოგინიას ძალიან ატკინა გული, თუმცა ამას სულაც არ შეუშლია ხელი კეიტისთვის, 2011 წელს „არშემდგარი“ საქმრო თავის ქორწილში დაეპატიჟებინა.
ჟურნალი „რეიტინგი“