09 მაისი, 2013
დავემშვიდობოთ ვიწრო წელს - ევროპელი ქალები სუქდებიან
გასული საუკუნის 50-იან წლებში წელსა და თეძოებს შორის სხვაობა საშუალოდ 26 სანტიმეტრი იყო, ჩვენს დროში კი 11 სანტიმეტრია. სულ მალე ''ქვიშის საათის'' მსგავსი სხეულით შეიძლება გარშემო მყოფნი გააოცონ, ვიწრო წელის მფლობელნი კი ''წითელ წიგნში'' შეიტანონ. ბრიტანელი სოციოლოგების გამოკვლევის თანახმად, ყოველწლიურად იკლებს პუტკუნა ქალების რიცხვი, თუმცა იმავდროულად არც მოხდენილების რაოდენობა მატულობს.

როგორც აღმოჩნდა, 1951 წლის შემდეგ ქალის წელის საშუალო გარშემოწერილობა დაახლოებით 18 სანტიმეტრით გაიზარდა (68-დან 86-მდე). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსგავსი მეტამორფოზები თეძოებსაც შეეხო. გასული
საუკუნის 50-იან წლებში წელსა და თეძოებს შორის სხვაობა საშუალოდ 26 სანტიმეტრი იყო, ჩვენს დროში კი 11 სანტიმეტრია. ქალებმა თანდათანობით დაკარგეს ის მომხიბვლელი სხეული, რომელსაც მამაკაცები ხან გიტარას და ხან ქვიშის საათს ამსგავსებდნენ. არადა, იმ დროს, როცა გამხდარი მოდელები თანდათან მამაკაცებს დაემსგავსნენ, ქალების დიდ ნაწილს კი წელი თეძოსთან ''გაუერთიანდა'', ზოგიერთი ვარსკვლავი, მაგალითად, ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი და სკარლეტ იოჰანსონი ამტკიცებენ, რომ ვიწრო წელი და ქალური თეძოები კვლავაც ძალიან ლამაზია.

ზოგიერთი ქალბატონი ამ საკითხზე თურმე ბევრს ფიქრობს, მაგრამ წელიდან ცხიმის მოცილება თუნდაც დიეტებისა და რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით, მეტად რთული ყოფილა. ამიტომაც, შეიძლება თუნდაც ერთი შეხედვით ძალიან მოხდენილ გოგონას მუცელზე ცხიმი ჰქონდეს.

როგორც ჩანს, 75 წლის კატი ჯანგი - მსოფლიოში ყველაზე ვიწრო წელის მქონე ადამიანი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, ''წითელ წიგნშიც'' აღმოჩნდება. მისი სხეულის პარამეტრები 99-38-99-ია და ნამდვილად უნიკალურია. თუმცა ეს არ არის პლასტიკური ოპერაციების შედეგი. უბრალოდ, ეს ქალბატონი 20 წლიდან კორსეტებს ატარებს და ასე დაივიწროვა წელი. სხვათა შორის, მას სამი შვილი ჰყავს!

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ელზა
თორე კაცები აკლებენ რა. დიდი ხანია აღარ დაგვინახია ღიპიანი კაცები ქუჩაში. ეგ ჩვენი სუპერ-ბუპერ სუფრების ბრალია და გაუმაძღარობის, ჭამასმის ქვეყანა რომ გვაქვს და პრეზიდენტიც ეგეთი გვყავს. რა ევროპელებისა გვიკვირს
22:01 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
იოკო
ამ ქალს ნეტა პატრონი არ ყავდა? ისე ქართველი ქალები გათხოვებისა და მშობიარობის მერე ისე სუქდებიან, მასეთ კორსეტებში უნდა გამოსკვანჩო და ეშველებათ რამე :)
21:59 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლისა
წვრილი წელი იმიტომ უჩანდათ კლაუდია კარდინალეს და ჯინა ლოლობრიჯიდას,რომ კორსეტებით ჰქონდათ გაწვრილებული ძალით და მერე მასეთი ფორმები ჩამოუყალიბდათ. მომდევნო წლებში კი უარი თქვეს კორსეტებზე
11:18 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS