22 სექტემბერი, 2016
ბრედ პიტს ბავშვების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ - პოლიციამ მსახიობის წინააღმდეგ საქმე აღძრა
პოლიციამ მსახიობის წინააღმდეგ საქმე აღძრა.

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის განქორწინების გარშემო კიდევ რამდენიმე სკანდალური დეტალი იკვეთება. ცნობილი გახდა, რომ ლოს-ანჯელესის პოლიციამ მსახიობის წინააღმდეგ საქმე აღძრა - მას ბავშვებთან სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

როგორც ჩანს, ბრედი შვილებს ფიზიკურად უსწორდებოდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, ერთი შეხედვით იმ ოჯახის დანგრევისა, რომელიც ძალიან მყარი გვეჩვენებოდა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ბოლო ინციდენტი გასულ კვირას მოხდა: ანჯელინა და ბრედი კერძო თვითმფრინავით მიფრინავდნენ. ბრედი ხასიათზე არ იყო და ბავშვებს რაღაცაზე გაუბრაზდა. თვითმხილველები
ადასტურებენ, რომ პიტი შვილებს უყვიროდა და მათზე ფიზიკურადაც იძალადა.

მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა, პიტი ბავშვებზე ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის მიყენებას აგრძელებდა.

თავად ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS