21 სექტემბერი, 2016
ბრედ პიტი ანჯელინასთან განშორების შემდეგ კომენტარს აკეთებს
ბრედ პიტმა დუმილი დაარღვია და ანჯელინა ჯოლისთან განშორებაზე კომენტარი გააკეთა.

"მომხდარით ძალიან დანაღვლიანებული ვარ, მაგრამ ახლა უმთავრესი - ჩვენი შვილების კეთილდღეობაა. მე მთელი გულით ვთხოვ ჟურნალისტებს, თავი დაანებონ ჩვენს შვილებს, ამ მძიმე პერიოდში" - ამბობს მსახიობი, ჟურნალ People-თან მიცემულ ოფიციალურ განცხადებაში.

ანჯელინა ჯოლი, რომელიც ქმართან განშორების ინიციატორი გახლავთ და განშორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები თავად შეიტანა, კომენტარის გაკეთებაზე თავს იკავებს: მსახიობის ადვოკატი აცხადებს, რომ ანჯელინა ამ თემის საჯაროდ განხილვას არ აპირებს.

ანჯელინამ ხელის გაწერა ოჯახის კეთილდღეობისთვის გადაწყვიტა
- იტყობინება იურისტი, რობერტ ოფერი, რომელიც ხმაურიანი განქორწინების საქმეს, ცნობილ ადვოკატთან, ლორა ვასერთან (ჯონი დეპის ინტერესების დამცველი, ემბერ ჰერდთან განქორწინების საქმეში) ერთად განიხილავს.
Rating


ამბობენ, ჯოლისა და პიტის განშორების მიზეზი ბავშვების აღზრდაში აზრთა სხვადასხვაობა გახდა, ახლა კი ენჯი ეცდება მათზე ცალხმრივი მეურვეობა ითავოს.

ანჯელინა და ბრედი, ძალიან განიცდიან იმაზე, თუ როგორ აისახება მომხდარი სიტუაცია ბავშვებზე. სხვადასხვა წყაროების ცნობით - ორივე ძალიან დამწუხრებულია.

ბევრი აღნიშნავს, რომ ვარსკვლავების განქორწინება, რომლებიც ერთად 12 წელი იყვნენ, ახლობლებისთვისაც მოულოდნელობა იყო: "მათი განქორწინება ყველასთვის შოკია.

დიახ, ბოლო დროს წყვილს ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც, ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. მათ ხომ ქორწინების წლისთავი ახლახანს აღნიშნეს".

ლეა ხიმშიაშვილი




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS