ახალგაზრდა ბერძენი მსახიობი სერიალში, რომელიც "დიდებული საუკუნის" ღირსეული გაგრძელება იქნება, მთავარ როლს ასრულებს.
რაც შეეხება ანასტასია ცილიმპიუს ჰონორარს, ერთ სერიაში მსახიობს საკმაოდ დიდ თანხას, 30 ათას თურქულ ლირას უხდიდნენ.
მსგავს ანაზღაურებაზე ბევრი მსახიობი იოცნებებდა, თუმცა ანასტასია ცილიმპიუ სერიალის მხოლოდ პირველ სეზონში გვევლინება, რის შემდეგაც ესტაფეტას თურქ მეგა-ვარსკვლავს, ბერენ საათს უთმობს.
გთავაზობთ ანასტასია ცილიმპიუს მოკლე ბიოგრაფიას
ანასტასია ცილიმპიუ
ძლიერმა ემოციურმა როლმა (ურთიერთობა მასწავლებელსა და ბრმა მოსწავლეს შორის) 8 წლის მსახიობის იშვიათი უნარები გამოავლინა. მაშინ გოგონამ როლი მიიღო ფილმში "ანგელოზის გული".
ანასტასია ცილიმპიუ სერიალის "დიდებული საუკუნე: ქოსემის რისხვა" მთავარ როლზე 17 წლის ასაკში დაამტკიცეს.

ამ როლისთვის მსახიობს ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში ეძებდნენ, არჩევანი კი სწორედ ბერძენ ანასტასიაზე შეაჩერეს.
გადაღებების დროს ცილიმპიუ საცხოვრებლად სტამბულში გადავიდა, სადაც გაძლიერებულად სწავლობდა თურქულ ენას.
სერიალის პრემიერა 2015 წლის ნოემბერში შედგა. ანასტასია პირველი სერიიდან ჩნდება, თუმცა როგორც აღვნიშნეთ პირველი სეზონის დასრულების შემდეგ ესტაფეტას ბერენ საათს გადასცემს.
ანასტასია ცილიმპიუ მსახიობ მერიემ უზერლის შეცვლის, რომელიც ამჟამად სერიალის "დედოფლის სევდა" გადაღებებითაა დაკავებული.
ლეა ხიმშიაშვილი