მადონასა და რეჟისორის, გაი რიჩის განშორების შემდეგ, 2008 წლიდან, როკო მონაცვლეობით, ხან ამერიკაში, ხან კი ინგლისში ცხოვრობდა. ახლა ბიჭმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მამასთან რჩება.
ოჯახური ვახშამი ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ რესტორანში შედგა.
სასამართლოს განაჩენის მიხედვით, როკო მამასთან ლონდონში დარჩება, სადაც ის სკოლაში დადის.
მომღერალს შვილზე ერთადერთი უფლება დარჩა, მოინახულოს როკო ნებისმიერ, ხელსაყრელ დროს.
მიუხედავად
ოჯახური ვახშმის თვითმხილველები ადასტურებენ, რომ შეხვედრა მშვიდ გარემოში გაიმართა.
როკოს პირველად დანახვისას გაგიჭირდებათ ამოცნობა, რომ ის ვარსკვლავი მშობლების შვილია. განსაკუთრებით ამ სამოსში.
მადონა ლონდონში ჩავიდა, რათა შვილი სკოლაში გაეცილებინა.
დედამ შვილის მხარდაჭერა გადაწყვიტა, ვიდრე როკოს მამა, გაი რიჩი, მეგობარ სტინგს, მალიბუში სტუმრობს.
შვილთან შეხვედრის შემდეგ, მადონა სკოლის დირექტორს გაესაუბრა. აშკარაა, რომ დედა-შვილი შერიგდნენ, თუმცა როკომ მაინც მამასთან დარჩენა არჩია.
ლეა ხიმშიაშვილი