19 წლის ბელა, მაიკლ კორსის ჩვენებაზე გამოდიოდა, როცა მაღალქუსლიანმა, პლატფორმიანმა ფეხსაცმელმა უმტყუნა, დაეცა და ოთხფეხზე დადგა.
ნაცვლად იმისა, რომ მოდელს დახმარებოდნენ, მაყურებელი და ოპერატორები მის გადაღებას აგრძელედნენ, რომ ვიდეო რაც შეიძლება სწრაფად აეტვირთათ სოციალურ ქსელში.
ბელა არ განაწყენებულა, გაიღიმა და სვლა განაგრძო.
აღსანიშნავია, რომ ბელა ჰადიდი სამოდელო ბიზნესით მხოლოდ ერთი წელია რაც დაკავდა, თუმცა უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.
მანამდე გოგონა ცხენოსნობით
დაცემის შემდეგ ბელამ, საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე სწორედ ამ გამოსვლის ვიდეო განათავსა, რომელიც შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული.
ჩვენებაში მონაწილეობას იღებდა ასევე - კენდალ ჯენერი, კარდაშიანების უმცროსი და.
ლეა ხიმშიაშვილი




