16 სექტემბერი, 2016
ცნობილი მოდელი ბელა ჰადიდი პოდიუმზე დაეცა - მოდელს წამოდგომაში არავინ დაეხმარა
როცა ბელა ჰადიდი პოდიუმზე 15 სმ-იანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დაეცა, მის დახმარებას არავინ შეეცადა.

19 წლის ბელა, მაიკლ კორსის ჩვენებაზე გამოდიოდა, როცა მაღალქუსლიანმა, პლატფორმიანმა ფეხსაცმელმა უმტყუნა, დაეცა და ოთხფეხზე დადგა.

ნაცვლად იმისა, რომ მოდელს დახმარებოდნენ, მაყურებელი და ოპერატორები მის გადაღებას აგრძელედნენ, რომ ვიდეო რაც შეიძლება სწრაფად აეტვირთათ სოციალურ ქსელში.

ბელა არ განაწყენებულა, გაიღიმა და სვლა განაგრძო.

აღსანიშნავია, რომ ბელა ჰადიდი სამოდელო ბიზნესით მხოლოდ ერთი წელია რაც დაკავდა, თუმცა უკვე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.

მანამდე გოგონა ცხენოსნობით
იყო გატაცებული, მაგრამ დაავადების - ლაიმის გამო იძულებული იყო მიეტოვებინა.

დაცემის შემდეგ ბელამ, საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე სწორედ ამ გამოსვლის ვიდეო განათავსა, რომელიც შემთხვევამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული.

ჩვენებაში მონაწილეობას იღებდა ასევე - კენდალ ჯენერი, კარდაშიანების უმცროსი და.

ლეა ხიმშიაშვილი

RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლალი
გენაცვალე თინათინ.
21:56 / 23-09-2016
გამოხმაურება / 0 /
თინათინი
საერთოდ ეს ჰადიდები დიდად არ მიყვარს, მაგრამ იქ დამსწრე საზოგადოება უბრალოდ ამაზრზენია, რა დროში ვცხოვრობთ, იმის ნაცვლად რომ ადამიანს წამოდგომაში დაეხმარონ ფოტოებს უღებენ, დედამინგრეული 21-ე საუკუნე
16:14 / 16-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS