12 სექტემბერი, 2016
ანჯელინა ჯოლიმ სირიაში დევნილები მოინახულა: ვარსკვლავი სიგამხდრეს ისევ ბალახონით მალავს
ანჯელინა ჯოლი უკვე 15 წელია, რაც ქველმოქმედებას ეწევა. მას 4 საქველმოქმედო ფონდი აქვს. თავად მსახიობი კი მთელს მსოფლიოში დადის და ჰუმანიტარულ სამიტებში იღებს მონაწილეობას. ამჯერად, ანჯელინა იორდანიაში იმყოფება, სადაც სირიიდან დევნილები ცხოვრობენ.

ამ ვიზიტისთვის ჯოლიმ დახურული ტანსაცმელი შეარჩია. ენჯის შავი, თავისუფალი სტილის ბალახონი ეცვა. მან გარკვეული დრო ბავშვებთან ერთად გაატარა, რომლებიც უცხო ქვეყანაში აღმოჩნდენ. შემდეგ კი სიტყვით გამოვიდა სამიტზე და სირიელ დევნილებზე ისაუბრა.

ჯოლიმ განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს
დაუთმო:
"აქ ბავშვები ცხოვრობენ, რომლებმაც არ იციან არაფერი სიცარიელისა და შიმშილის გარდა. აქ მოზარდები არიან, რომლებმაც ნახეს, რა არის ომი და იყვნენ ძალადობის მსხვერპლნი. მე, როგორც მშობელს , გული მიკვდება იმის გამო, რაც მათ გადაიტანეს "

იხილეთ სრულად + ფოტოგალერეა


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS