როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, პინარ დილეკი ტარკანის ერთ-ერთ კონცერტზე იმყოფებოდა, სადაც თურქ ჟურნალისტებს შეხვდა.
პინერმა განაცხადა: "ჩვენს ქორწილზე ბევრი ამბობს, რომ მოულოდნელობა იყო, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ტარკანს 5 წელია ვიცნობ. ჩვენი ქორწინება ორხმრივი სიყვარულის შედეგი გახლდათ".
დილეკი ჟურნალისტებს ასევე მოუყვა, თუ როგორია მისი ქმარი ოჯახურ ცხოვრებაში: "ის ძალიან უშუალო, მოკრძალებული და დაფიქრებული ადამიანია. არასდროს თამაშობს,
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი ქმრის კონცერტზე გამოჩენა პინერისთვის პირველი იყო, ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდგომ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიკეთა.
გთავაზობთ პინარ დილეკის ფოტოებს, პლასტიკურ ოპერაციამდე და მის შემდგომ.
ლეა ხიმშიაშვილი


