09 სექტემბერი, 2016
70 წლის მამაკაცმა ბანკი გაძარცვა, რათა ცოლისგან ციხეში გაქცეულიყო
ეს მამაკაცი 70 წლისაა და ის ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა. მიიჩნევენ, რომ მამაკაცი თავს ციხეში უკეთ იგრძნობს, ვიდრე ცოლთან.

ეს ისტორია რეალურია. ლოურენს რიპლი ამერიკის ერთ-ერთ ბანკში შეიჭრა, მოლარეს იარაღი დაუმიზნა და ფული სთხოვა. როცა მოლარემ 3000 დოლარი გადასცა, ის უბრალოდ დაჯდა და პოლიციას დაელოდა.

გაქცევის ნაცვლად, მამაკაცმა მცველები დაამშვიდა და სთხოვა პოლიციას დალოდებოდნენ.

დაპატიმრების შემდეგ, ის გამომძიებლებს გამოუტყდა, რომ ცოლისგან ისე დაიღალა "მისგან ციხეში გაქცევა გადაწყვიტა" და რომ ასე ცხოვრება აღარ შეეძლო.

ახლა ლოურენსი
განაჩენის მოლოდინშია. პენსიონერ მამაკაცს, ციხეში ყოფნა უკვე სამუდამოდ შეუძლია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS