08 სექტემბერი, 2016
85 წლის მსახიობის ივან კრასკოსა და მისი 25 წლის ცოლის რომანტიკული ფოტოსესია
წყვილი ქორწინების პირველ წლისთავს აღნიშნავს. სწორედ 2015 წლის 9 სექტემბერს, 85 წლის რუსმა მსახიობმა ივან კრასკომ საზოგადოება შოკში ჩააგდო, როცა ცოლად 25 წლის გოგონა, ნატალია შეირთო.
Rating
ამ დროის მანძილზე ნატალია ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებდა მათ ერთობლივ, რომანტიკულ ფოტოებს. როგორც თავად მსახიობი გამოტყდა, წყვილს ძალიან გაუჭირდა იმის გადატანა, რასაც მათზე სოციალურ ქსელში წერდნენ.

"ივან კრასკოს ახალგაზრდა ცოლი ფეხმძიმედაა"; "ნატალია კრასკო საბერძნეთში, საყვარელთან გაემგზავრა" - თქვენ რა, სხვა არაფერი გაქვთ განსასჯელი? სჯობს არჩევნებით დაინტერესდეთ და გადაწყვიტოთ ვის დაუჭერთ
მხართ! ჩვენ კი ძალიან გთხოვთ, თავი დაგვანებეთ" - ამბობს მსახიობი ინტერვიუში.
Rating
- "გულწრფელად რომ ვთქვა, მე პირადად მხოლოდ სიყვარულის ხარჯზე ვცხოვრობ. ნატალიასთან ურთიერთობა ცხოვრებას მიხანგრძლივებს. ნატალიათი "ვსაზრდოობ". ხუმრობით ის, ენერგეტიკულ ვამპირს მიწოდებს. მე კი ვპასუხობ: "ვაღიარებ, შენთან ურთიერთობაში ყოვლისშემძლე ვარ და ამ ურთიერთობით კმაყოფილი ვამპირი!"

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS