07 სექტემბერი, 2016
დღის ფოტო - კიმ კარდაშიანი ქალიშვილთან ერთად კეინი უესტის კონცერტზე გამოჩნდა
5 სექტემბერს ამერიკა შრომის დღეს აღნიშნავდა, რაც სიმბოლურად ზაფხულის დასასრულად მიიჩნევა.

კიმ კარდაშიანმა სეზონის დასწყისი, მეუღლის, კეინი უესტის კონცერტზე აღნიშნა.

საღამოზე, ვარკვლავის თანხმლები მისი 3 წლის ქალიშვილი ნორტი გახლდათ: დედა- შვილმა დღესასწაულზე ფურორი მოახდინა.

გოგონები ერთნაირი, ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა კაბებით გამოჩნდნენ. კიმის კაბა გამოყვანილი, ნორტის კი უფრო თავისუფალი სტილის იყო.

ოჯახური ლუქი არაჩვეულებრივად ეწყობოდა საღამოს განწყობას, რომლის ბოლოს, კარდაშიანმა სახალისო ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც ადგილზე ცეკვავს, წარწერით: "ვინ თქვა, რომ ცეკვა არ ვიცი?"

ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS