07 სექტემბერი, 2016
მას თავის მოკვლა სურდა, მაგრამ იოგის წყალობით სასწაული მოხდა
ჰაიდი უილიამსმა თავის მოკვლა სცადა, როცა დიდ დეპრესიაში იყო, გადატანილი საშინელი სტრესის გამო. ყველაფერი მისი 6 თვის ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რაც მაშინ მოხდა, როცა ამერიკელი მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში იმყოფებოდა.

სიცოცხლე მას იოგამ დაუბრუნა. ახლა ჰაიდი მიიჩნევს, რომ მილიონობით ადამიანს უნდა დაეხმაროს - და თუ პირადად ვერ ახერხებს, ამას საკუთარი ფოტოების საშუალებით გააკეთებს.

" ფსიქოლოგიური ჯოჯოხეთი მქონდა. მე იოგამ გადამარჩინა. მან მასწავლა შევცვალო ჩემი შეხედულება და ვიყო მომთმენი".
ჰაიდი ხაზს უსვამს: იოგა საჭიროა არა მხოლოდ
ფიზიკური ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის, არამედ იმისთვის, რომ ადამიანებმა გადარჩენა შეძლონ მაშინ, როცა სუიციდური ფიქრები სტანჯავთ. ამ უძველესი პრაქტიკის თერაპიული ეფექტი დაუჯერებელია, მიიჩნევს ის.

ადამიანთა შთაგონებისთვის ის ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხშირად ჩნდება შემდეგი ფოტოებით:

RatingRating


RatingRatingლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS