წვერი მსახიობს აშკარად ჰმატებდა ასაკს. მან კინოფესტივალზე საკუთარი ფილმი წარადგინა, რომელშიც რეჟისორის ამპლუა მოირგო.

სურათი ნამდვილ ამბავზეა აგებული და ვითარება მეორე მსოფლიო ომის დროს ხდება. ისტორია აშშ-ს სამხედრო ექიმს ეხება, რომელმაც ადამიანების მოკვლაზე უარი თქვა და სანაცვლოდ 75 კაცი გადაარჩინა.

გარდა ამისა, მელ გიბსონმა დაადასტურა, რომ 2004 წელს გადაღებული ფილმის "ქრისტეს ვნებანი" გაგრძელებაზე მუშაობს.
ლეა ხიმშიაშვილი