გავრცელებული ინფორმაციით, დასახელებული ჯილდოს მფლობელი ცნობილი მსახიობი, ჯეკი ჩანი გახდება.
ჯეკის გარდა, ქანდაკებით დაჯილდოვდებიან კინორეჟისორი ფრედერიკ უაიზმანი, მემონტაჟე ენ კოუტსი და მსახიობების შერჩევის დირექტორი ლინ სტალმასტერი.
ცნობილია, რომ დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონია 12 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.
ლეა ხიმშიაშვილი