02 სექტემბერი, 2016
რენე ზელვეგერმა განაცხადა, რომ ბედნიერებისთვის შვილები არ სჭირდება
"ბოლოსდაბოლოს შვილს როდის აჩენ?" - მსგავსი უტაქტო შეკითხვებით ხშირად მიმართავენ 30 წელს მიტანებულ ქალებს, რომლებსაც ბავშვები ჯერ კიდევ არ გაუჩენიათ. 47 წლის რენე ზელვეგერს ამ შეკითხვამ თავი უკვე მოაბეზრა.
Rating
განსაკუთრებით ახლა, როცა ბრიჯიტ ჯონსზე ახალი ფილმის პრემიერა კარს მოდგა, სადაც მსახიობი ახალგამომცხვარი დედის როლს ასრულებს.

ახალ ინტერვიუში, ოსკაროსანი მსახიობი, საკუთარი მდგომარეობის ახსნას შეეცადა.

"სინამდვილეში ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია ბავშვზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე. თუმცა ცვლილებებს ყოველთვის ღიად ვხვდები და მაინტერესებს, როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება შემდეგ" -
გამოტყდა რენე.

ის დედობის წინააღმდეგი არ არის და თუ დაფეხმძიმდება კარგი იქნება, თუმცა მიზანს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს დაფეხმძიმდეს, რენე არ ისახავს.
Rating
ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ არასდროს ემხრობოდა აზრს, რომელსაც საზოგადოება ბედნიერების ამოსავალ წერტილად მიიჩნევდა. ის ხომ ისედაც ძალიან ბედნიერია - საკუთარ შეყვარებულთან, მუსიკოს დოილ ბრემჰოლმთან ერთად.

"არც ჩემი გმირი, ბრიჯიტ ჯონსია სრულყოფილი, მაგრამ ის, საკუთარი ცვლილებებით ამტკიცებს, რომ მთავარია კარგი ადამიანი დარჩე. საზოგადოება გვკარნახობს, როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ და რა გვქონდეს ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე. ბრიჯიტი - თავის მხრივ სწორედ გამოწვევაა დადგენილი ნორმებისა".

ლეა ხიმშიაშვილი
Rating



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS