01 სექტემბერი, 2016
ყველასთვის საყვარელი კომიკოსის ტრაგიკული ცხოვრება - ფრუნზიკ მკრტჩიანი კინოში და კადრს მიღმა...
ვისაც მისი კინოროლი ერთხელ მაინც უნახავს, შეუძლებელია ფრუნზიკ მკრტჩიანი დაავიწყდეს. უამრავი კინო და სასცენო როლიდან მაყურებელს გამორჩეულად უყვარს გია დანელიას "მიმინოში" ნათამაშები სომეხი მძღოლის, რუბენ ხაჩიკიანის როლი, რომელიც ბუბა კიკაბიძის პერსონაჟს, მფრინავ ვალიკო მიზანდარს არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევს...

ფრუნზიკ მკრტჩიანი უყვარდა ყველას, აღიარებული და ძალზე პოპულარული იყო. მისი გმირების ფრთიანი ფრაზები ატაცებული ჰქონდა მაყურებელს. მაღაზიასა და ბაზარში პროდუქტებს უფასოდ სთავაზობდნენ, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა და მუდმივად ჩასაფრებულები იყვნენ, რომ მისთვის სითბო გამოეხატათ, თუნდაც ხელი ჩამოერთვათ. გარდა დიდი
არტისტობისა და იმ ტალანტისა, რომელიც ბედმა არგუნა, გამორჩეული პროფილი ჰქონდა, რასაც მისი სახასიათო ცხვირი და ნაღვლიანი თვალები ქმნიდი... ბევრმა არ იცოდა, რა სევდას ატარებდა, რისი მიზეზიც მისი პირადი, საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრებაა. ნაღველის მიზეზი მეუღლის ფსიქიკური ავადმყოფობა იყო, შემდეგ კი უკვე ვაჟი, რომელიც იმავე დაავადებით დაავადდა. ამას კიდევ უფრო დიდი ტრაგედია - ქალიშვილის დაღუპვა დაემატა... ამიტომ ცხოვრების მეორე ნახევარი ღრმა დეპრესიაში გაატარა, რის გამოც სასმელსაც მიეძალა. მისი მთავარი ტკივილი ოჯახი აღმოჩნდა, სადაც ვერაფრით იპოვა ბედნიერება, სიმშვიდე და ამ დარდით წავიდა კიდეც ამ ქვეყნიდან...

ბავშვობა
1930 წელს 4 ივლისს ლენინაკანში, მუშათა ოჯახში დაიბადა. მამამისს მიაჩნდა, რომ მხატვარი იქნებოდა, რადგანაც ბავშვობაში პორტრეტები კარგად გამოსდიოდა და მეზობლების შარჟებსაც მშვენივრად ხატავდა. ამიტომ, მამა მისგან ხატვაში ყოველდღე მეცადინეობას მოითხოვდა, - ერთხელ იმის გამო, რომ მამის რჩევა არ გაითვალისწინა, რკინის სახაზავი მოხვდა... დედას გამორჩეულად უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა, მუდმივად სიმარტოვეს გრძნობდა, მშობლები ქსოვილების ფაბრიკაში მუშაობდნენ და შინ მხოლოდ ღამე მოდიოდნენ, უმცროს დებთან და ძმასთან საერთოს კი ასაკის გამო ვერ პოულობდა.

არც ეზოში გადიოდა, რადგანაც რთულ უბანში ცხოვრობდა, სადაც მოხულიგნო უფროსი ბიჭები ცხვირის გამო დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ, მათგან მოხვედრია კიდეც, მაგრამ თავს ვერ იცავდა... 10 წლისას სამსახიობო მონაცემები აღმოაჩნდა და მეზობლებს სპექტაკლებს უმართავდა. მოგვიანებით კი, მამისგან მალულად, ლენინაკანის კულტურის სახლში, დრამწრეზე შევიდა. ისეთი მონაცემები ჰქონდა, რომ სამომავლოდ არტისტობას უწინასწარმეტყველებდნენ. იმ დროიდან გაუჩნდა სცენისკენ საოცარი სწრაფვის სურვილი და ნიჭიერი ფრუნზე ლენინაკანის თეატრში მიიღეს, სადაც დღე და ღამეს ატარებდა. მუშადაც მუშაობდა და საღამოს სცენაზე იდგა. იქ არავინ დასცინოდა და არანაირ მეტსახელს უგონებდა. ის ატმოსფერო, თითქოს მშობლიური იყო მისთვის.

კარიერა
მისი ძმის ალბერტ მკრტჩიანის მონათხრობით, 23 წლის ფრუნზიკი საცხოვრებლად ერევანში გადავიდა, პოპულარული ლენინაკანელი მსახიობი თეატრალურ ინსტიტუტში უგამოცდოდ, მეორე კურსზე ჩარიცხეს. სტუდენტებში მალევე გავრცელდა ხმა, რომ იქ საოცარი გარეგნობისა და ნიჭის მქონე ახალბედა მსახიობი სწავლობდა. მისი გამორჩეული ცხვირი გარშემო ყველას აოცებდა, რის გამოც თავადაც დიდი დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ წლების მერე მიხვდა, რომ ბუნებამ ის გამორჩეული გარეგნობით დააჯილდოვა, თუმცა საკუთარი თავი უშნოდ და სასაცილო გარეგნობის მქონე ადამიანად მიაჩნდა. კომპლექსი კი სწორედ გენიალური თამაშით დაძლია. მსახიობობის წყალობით თავდაჯერებული გახდა. 25 წლისას უკვე საუკეთესო როლებს ანდობდნენ. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS