31 აგვისტო, 2016
სელენა გომესი სცენას დაავადების გამო ტოვებს
სელენა გომესმა განცხადება გააკეთა. ის საკუთარ შემოქმედებით კარიერას დროებით ემშვიდობება და ჯანმრთელობის გაუარესების გამო კონცერტები გადადო.

მომღერალი ერთი წლის წინ გამოტყდა, რომ წითელი მჭამელათი (მგლურათი) იტანჯება და დეპრესიასთან გასამკლავებლად პაუზა სჭირდება.
სელენას დაავადების გამო პანიკური შეტევები აქვს.

"როგორც ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, ერთი წლის წინ წითელი მჭამელა აღმომიჩინეს. დაავადება სხვადასხვა ადამიანში, სხვადასხვაგვარად ვლინდება.

მე შეტევები, შფოთვა, პანიკა და დეპრესია მაწუხებს, რაც მჭამელას გვერდითი მოვლენებსთვისაა დამახასიათებელი.

მინდა, აქტიური ვიყო და საუთარ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას მეტი დრო
დავუთმო. ამიტომ, ვფიქრობ ახლა ჩემთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილება, შესვენება იქნება" - ამბობს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს მომღერალმა ერთხელ უკვე გაიარა სამკურნალო კურსი. ერთი წლის წინ, ოქტომბერში, სელენამ ინტერვიუში ძალიან გულახდილად ისაუბრა, რომ დაავადებასთან ბრძოლისთვის ქიმიოთერაპიის კურსიც დასჭირდა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათია
ძალიან შემეცოდა...
12:51 / 05-09-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS