30 აგვისტო, 2016
კანადის სამშობიაროში შეცდომით გაცვლილმა ბავშვება ნამდვილი ოჯახი 41 წლის შემდეგ იპოვეს
ქალაქ ვინიპეგში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც დაადასტურეს, რომ ორი კანადელი 41 წლის მანძილზე სხვადასხვა ოჯახში, არაბიოლოგიურ მშობლებთან ცხოვრობდნენ.

ისინი, დაბადებისას, 1975 წელს ერთმანეთში აერიათ.

პრესკონფერენციაზე დნმ-ის ანალიზების პასუხები წარადგინეს, რამაც დაადასტურა, რომ ლეონ სვენსონსა და დევიდ ტეიტ-უმცროსს არაბიოლოგიური მშობლები ზრდიდნენ. ამ ამბის გაგებამ ისინი ცრემლებამდე მიიყვანა.

"სიტყვები არ გვყოფნის. 41 წელი გავიდა.. დაბნეული და გაბრაზებული ვარ" - ამბობს ტეიტი. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა კიდევ ერთი ოჯახი და ძმა გამოუჩნდა, საკუთარ მშობლებად ყოველთვის აღმზრდელ ადამიანებს ჩათვლის.
ტეიტმა და სვენსონმა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ, როგორც ერთი დიდი ოჯახი.

ლეონი და დევიდი მანიტობას პროვინციის ჰოსპიტალში აერიათ, სადაც 3 დღის სხვაობით დაიბადნენ. ამავე სამშობიაროში 1975 წელს სხვა კანადელი ბავშვების არევის ფაქტიც დაფიქსირდა, რომლის შესახებ ცნობილი გახდა გასული წლის ნოემბერში. სწორედ ამ შემთხვევამ გადააწყვეტინა ტეიტსა და სვენსონს დნმ-ის ანალიზი გაეკეთებინათ.

დღეს, სამინისტრო აცხადებს, რომ ამ კლინიკაში შესაძლოა ბავშვები შემთხვევით შეცვლის სხვა შემთხვევასაც ჰქონდა ადგილი.

წყარო
ლეა ხიმშიაშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS