25 აგვისტო, 2016
ანი ლორაკი რუსეთიდან გამოაგდეს
უკრაინელი მომღერალი, ანი ლორაკი, რომელმაც რუსეთის მიმართ გადაჭარბებული პატივისცემა გამოხატა და ფაქტობრივად მთლიანად იქ მოღვაწეობს, რუსეთმა არასაკმარისად პატრიოტ ადამიანად მიიჩნია.

მონაცემებით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ხაბაროვსკში ბორის გრებენშიკოვის ჯგუფის"აკვარიუმი" კონცერტი გადაიტანეს. ცნობილი ფაქტია, რომ გრებენშიკოვი რუსეთის ფედერაციის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი.
ბლოგერის თქმით, საკონცერტო დარბაზში "გავლენიანი ორგანოებიდან" წერილი გაგზავნეს, სადაც ეწერა, რომ გრებენშიკოვის კონცერტისთვის დარბაზი არ დაეთმოთ.

კონცერტი ხაბაროვსკის მუსიკალურ თეატრში გადაიტანეს, რის გამოც თეატრის დირექტორმაც იგივე წერილი მიიღო:

"გასვლითი ტურების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს პირადად შეხვედროდნენ გავლენიანი
ორგანოების წარმომადგენლებს. მათ განუცხადეს, რომ რუსეთიდან შავი წერილი მოვიდა, სადაც წარმოდგენილია არასაკმარისად პატრიოტი არტისტები და მათი კონცერტების გამართვა არასასურველად ითვლება. ჩამონათვალში არიან - შევჩუკი, არბენინა, მაკარევიჩი, როტარუ, ლორაკი, მალინინი და სხვ." - წერს ნიკანორ ლეპეშევი.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS