ქალის პასპორტის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ის ყატარის პრინცესა, შეიხა სალვა იყო - ყოფილი პრემიერ მინისტრის, ჰამად ბენ ჯასიმ ბენ ჯაბერ ალ ტანის ქალიშვილი.
წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ პრინცესამ თავის საუდელ აგენტს (ეჭვმიტანილი) დიდი ფულის სანაცვლოდ, სთხოვა მისთვის გარკვეული ფიზიკური მონაცემების მქონე 6 მამაკაცი მიეყვანა. პრინცესამ აგენტს ასევე სთხოვა იქვე
ყატარის პრინცესამ განაცხადა, რომ მას მიზნად არ ჰქონია საკუთარი ქვეყნის რეპუტაცია შეელახა და რომ ბრიტანეთის არცერთი კანონი არ დაურღვევია. თუმცა პოლიციელებმა მას გამოუცხადეს, რომ მამაკაცების გამოყენება პროსტიტუციისთვის, კანონის დარღვევად ითვლება.
პრინცესას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ვერ აღიძრება, რადგან მას დიპლომატიური ხელშეუხებლობის უფლება აქვს, მაგრამ ყატარის საელჩო საქმეს უკვე გაეცნო.
ყატარის საელჩო, ამ საკითხის დახურვას გაზეთის მოსყიდვის საშუალებით ცდილობდა, მაგრამ გაზეთმა წინადადაებაზე უარი უთხრა და ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ლეა ხიმშიაშვილი