2016 წლის დასაწყისში სელინ დიონს მძიმე დრო დაუდგა: მომღერალმა ჯერ ქმარი რენე ანჯელილი დაკარგა, რომელიც სიმსივნესთან დიდი ხნის ჭიდილის შემდეგ გარდაიცვალა. ამავე პერიოდში სიმსივნემ სელინის ძმა დენიელ დიონი იმსხვერპლა.
როგორც ცნობილი გახდა ამით მომღერლის ცხოვრებაში შავი დღეები არ დასრულებულა. მძიმე დაავადებას ახლა სელინის ღვიძლი დის, ლიეტის ქმარი, გაი პუაერი ებრძვის.
როგორც კანადური გამომცემლობა იუწყება, გაი პუაერი იმავე ტიპის სიმსივნით იტანჯები, რომელიც რენე ანჯელილსა და დენიელ დიონს ჰქონდათ.
სელინ დიონის
"ამ საავადმყოფოში ნამდვილი ანგელოზები მუშაობენ. ისინი გაიზე კარგად ზრუნავენ. ჩემი და, ლიეტი ძალიან ძლიერი ქალია და ამ დარტყმას მტკიცედ გადაიტანს" - ამბობს, სელინის უფროსი და, კლოდეტ დიონი.
შეგახსენებთ, რომ სელინ დიონს 13 უფროსი და-ძმა ჰყავს.
ლეა ხიმშიაშვილი