24 აგვისტო, 2016
ახალი ტრაგედია სელინ დიონის ოჯახში
სელინ დიონის მესამე ნათესავი სიმსივნეს ებრძვის.

2016 წლის დასაწყისში სელინ დიონს მძიმე დრო დაუდგა: მომღერალმა ჯერ ქმარი რენე ანჯელილი დაკარგა, რომელიც სიმსივნესთან დიდი ხნის ჭიდილის შემდეგ გარდაიცვალა. ამავე პერიოდში სიმსივნემ სელინის ძმა დენიელ დიონი იმსხვერპლა.

როგორც ცნობილი გახდა ამით მომღერლის ცხოვრებაში შავი დღეები არ დასრულებულა. მძიმე დაავადებას ახლა სელინის ღვიძლი დის, ლიეტის ქმარი, გაი პუაერი ებრძვის.

როგორც კანადური გამომცემლობა იუწყება, გაი პუაერი იმავე ტიპის სიმსივნით იტანჯები, რომელიც რენე ანჯელილსა და დენიელ დიონს ჰქონდათ.

სელინ დიონის
უფროსი და წერს, რომ გაი ახლა დაავადებულთა სახლში იმყოფება, რომელიც დიონების ოჯახმა, მამის ძვლის სიმსივნით გარდაცვალების შემდეგ გახსნეს.

"ამ საავადმყოფოში ნამდვილი ანგელოზები მუშაობენ. ისინი გაიზე კარგად ზრუნავენ. ჩემი და, ლიეტი ძალიან ძლიერი ქალია და ამ დარტყმას მტკიცედ გადაიტანს" - ამბობს, სელინის უფროსი და, კლოდეტ დიონი.

შეგახსენებთ, რომ სელინ დიონს 13 უფროსი და-ძმა ჰყავს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS