ყველაფერი ტვიტერზე უწყინარი გაზიარებით დაიწყო - როცა იაპონელმა თინეიჯერმა გოგონამ საკუთარ გვერდზე უილიამის ფოტო განათავსა. სურათმა რამდენიმე საათში ათასობით მოწონება და უამრავი გაზიარება დაიმსახურა. წარმატების უდიდესი ტალღა ავსტრალიელმა სკოლის მოსწავლემ სწორედ აზიიდან მიიღო, სადაც უილიამის გარეგნობაზე თავს კარგავენ.
12 წლის ბიჭუნა მართლაც მოგვაგონებს იაპონური ანიმეს რომელიმე პერსონაჟს: სახის ოვალური
გასული რამდენიმე დღის წინ ინტერნეტის ახალმა სექს-სიმბოლომ აზიის რამდენიმე ტელეშოუში მონაწილეობა უკვე მიიღო. მსხვილ ონლაინ გამოცემებს ინტერვიუ მისცა და სატელევიზიო და სამოდელო სააგენტოებისგან სერიოზული შემოთავაზებებიც ერგო.
უილიამ ფრანკლინ-მილერზე სულ ცოტა რამაა ცნობილი. ის მელბურნის საშუალო სკოლის მოსწავლეა. 8 წლიდან მოდელობით გამოიმუშავებს ფულს.
ამჟამად, მისთვის ყველაზე მსხვილი სარეკლამო კონტრაქტი ჟურნალ Hარროდს-ის პრომო-რგოლსა და ავსტრალიური სერიალის "ჯეკ აირიშის" რამდენიმე სერიაში მონაწილეობა გახდა.
ლეა ხიმშიაშვილი


