29 სექტემბერი, 2013
უმდიდრესი და უბედური ადამიანები
საბოლოოდ მოხუც ბრუკს ახალი მეურვეები დაუნიშნეს და 105 წლამდე იცოცხლა. ენტონი კი დააპატიმრეს და 89 წლის ასაკში ციხეშიც ჩასვეს ამ ადამიანებს თითქოს ყველაფერი ჰქონდათ, ფული მართლა თავზე გადასდიოდათ. მაგრამ ემოციური თუ ფიზიკური პრობლემებისგან, მავნე ჩვევებისა თუ დამოკიდებულებებისგან მაინც იტანჯებოდნენ. ამის გამო საბოლოოდ მაინც გაუბედურდნენ.

პატერსონ და ჯორჯია ინმანები აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი მაგნატის, თამბაქოს იმპერიის მფლობელი დიუკების ოჯახის მემკვიდრის უოკერ ინმანის შვილები არიან. მათ 1 მლრდ დოლარი უნდა მიიღონ, როცა 21 წელი შეუსრულდებათ. დიუკების ოჯახი ადრე აშშ-ის
მთელ თამბაქოს მრეწველობას აკონტროლებდა. მათ დააარსეს პრესტიჟული დიუკის უნი-ვერსიტეტი და მათი საქველმოქმედო ფონდი ყოველწლიურად მილიონებს სწირავს.

თუმცა უოკერ ინმანი, დორის დიუკის დისშვილი, ნარკომანი იყო. სანამ ის ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით მოკვდებოდა, საკუთარ შვილებს შეურაცხყოფას აყენებდა და ტანჯავდა. მეხუთე ცოლთან ერთად, რომელიც ასევე ნარკომანი და ლოთი გახლდათ, უოკერი რეგულარულად კეტავდა შვილებს ექსკრემენტებით გადავსებულ სარდაფში, აიძულებდა ადუღებულ წყალში დაებანათ და გამუდმებით მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მოკვლით ემუქრებოდა. ერთხელ ჯორჯის ისე სცემა, მსახურებმა პოლიციაში იჩივლეს და უოკერი დააპატიმრეს. ახლა ტყუპი და-ძმა დედობილთან ცხოვრობს, რომელიც ყოფილი სტრიპტიზიორია, და ინტენსიურ თერაპიას გადიან, რომ ტრავმული აღზრდის შედეგებს გაუმკლავდნენ.

კრისტინა კროუფორდი
წლისაც არ იყო, როცა გლამურულმა კინოვარსკვლავმა ჯოან კროუფორდმა იშვილა. ჯოანის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ კრისტინას მემუარები გამოვიდა - „ძვირფასო დედიკო“ . მემუარებში კრისტინა ამტკიცებს, რომ მართალია, ფუფუ-ნებაში იზრდებოდა, მაგრამ დედის მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. კრისტინას მტკიცებით, დედობილი ალკოჰოლიზმით და გუნება-განწყობის ხშირი ცვალებადობით იტანჯებოდა და მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ბავშვების ცემა და ყვირილი. ახლა კრისტინა ცნობილი მსახიობი და მწერალია და მთელ მსოფლიოში ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნავს.

ენტონი მარშალი ცნობილი ქველმოქმედის, ფილანტროპისა და ბომონდური ქალბატონის ბრუკ ასტორის ერთადერთი ვაჟია. ის გამუდმებით ავიწროებდა მოხუც დედას გაუბედურე-ბული ბავშვობისთვის. ასტორების ოჯახი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და პატივცემულია. ბრუკი ორჯერ იყო გათხოვილი. ენტონი პირველი ქმრისგან, ჯ. დრაიდენ კაზერისგან გაუჩნდა, რომელიც ნიუ-ჯერსიში მდიდარი პოლიტიკოსი იყო. ბრუკი ამტკიცებდა, რომ მისი პირველი ქმარი ლოთი იყო და ის და მისი ვაჟი ამას წლების განმავლობაში ითმენდნენ. ერთხელ, როცა ბრუკი ექვსი თვის ფეხმძიმე იყო, ქმარმა ყბა გაუტეხა. მას მერე, რაც ბოლოს და ბოლოს გაეყარა, ჩარლზ მარშალს გაჰყვა ცოლად, რომელიც ძალიან უყვარდა. მისი ვაჟიც პატივს სცემდა მამობილს და ამის ნიშნად 18 წლის რომ გახდა, მის გვარზე გადავიდა.

2007 წელს ენტონი მარშალი მოხუცი დედის სასტიკი მოპყრობისა და დედის მიერ ნაბოძები ქონების განიავებისთვის გაასამართლეს. როცა ენტონის ვაჟი წამოიზარდა და 103 წლის ბებია მოინახულა, აღმოაჩინა, რომ ის საშინელ პირობებში ცხოვრობდა და ფსიქიკურად და ფიზიკურად დაავადებულიყო. ფილიპმა მამას სასამართლოში უჩივლა, რომ მოხუც ქალზე ძა-ლადობისთვის ბოლო მოეღო. ენტონი მარშალი ბრალდებულად ცნეს, რომ დედამისის გაუარესებული ჯანმრთელობით ისარგებლა და მას მილიონი დოლარი მოჰპარა. საბოლოოდ მოხუც ბრუკს ახალი მეურვეები დაუნიშნეს და 105 წლამდე იცოცხლა. ენტონი კი დააპატიმრეს და 89 წლის ასაკში ციხეშიც ჩასვეს.

კეისი ჯონსონი „
ნიუ იორკ ჯეთს“-ის მფლობელი სეილი და ვუდი ჯონსონების ქალიშვილი და კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონ“-ის დამაარსებლის შვილთაშვილი გახლდათ. საუკეთესო კერძო სკოლებში სწავლობდა, მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ ნიკი და პერის ჰილტონები, ძვირად ღირებული მანქანებით დადიოდა და „შანელის“ პირველი ჩანთა ათი წლისამ მიიღო საჩუქრად. მთელი ამ სიმდიდრის მიუხედავად, უბედური იყო, რადგან დედა ყურადღებას თითქმის არ აქცევდა. სტრესისგან კეისიმ 12 წლიდან დაიწყო ნარკოტიკების მიღება. ხშირად ხვდებოდა სკანდალების ცენტრში. დროის დიდ ნაწილს ღამის კლუბებში ატარებდა, სადაც მისი ერთგული თანამგზავრები კოკაინი და ალკოჰოლი იყო. მოგვიანებით ბავშვი იშვილა, მაგრამ როცა გამჟღავნდა, რომ ღამით წვეულებებზე დადიოდა და ბავშვს უმეთვალყურეოდ ტოვებდა, საქმეში კეისის დედა ჩაერია და ბავშვზე მეურვეობა აიღო. დედამ კეისის ყველა ანგარიში დაუხურა. 30 წლის კეისი ბინძურ ბინაში მარტოობაში გარდაიცვალა. „ტვიტერში“ ბოლოს დაწერა: „ყველას ტკბილ სიზმრებს გისურვებთ“. რამდენიმე დღეში მისმა მოახლემ, რომელიც კეისის დედის დაჟინებით ალაგებდა ხოლმე მის სახლს, მისი გვამი აღმოაჩინა.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვაა
მაშ მდიდრებიც ტირიან?!:)
18:17 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS