აქამდე დიდი საშიშროების წინაშე მდგომი კარდაშიანი პრობლემის გასაჯაროვებას არ ცდილობდა, თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გოგონამ ექიმს ხალების გამოკვლევის მიზნით მიმართა.
"ისინი მთელს ტანზე მაქვს - წერს ქლოი საკუთარ ბლოგზე - ერთ დღეს შევნიშნე, რომ ერთ-ერთი, რომელიც მკერდქვეშ აღმოვაჩინე, ფორმას იცვლიდა და იზრდებოდა. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების შემდეგ მივხვდი, რომ სასწრაფოდ ექიმთან უნდა მივსულიყავი და ბიოფსია გამეკეთებინა".
მაშინ კვლევებმა აჩვენა,
მოგვიანებით, ზურგზე აღმოჩენილი ხალი, გაცილებით საშიში აღმოჩნდა სიცოცხლისათვის და ოპერაცია სასწრაფოდ დაუნიშნეს. კარდაშიანს სიმსივნით დაზიანებული კანის 20 სმ მოკვეთეს.
ქლოიმ სტატუსი სხვებისთვის სტიმულის მისაცემად დაწერა, რომ ექიმს დროულად ეჩვენონ. მითუმეტეს მაშინ, როცა ხვდებით, რომ თქვენს კანს რაღაც სჭირს.
"ახლა, როცა ეს ორი სირთულე გადავიტანე, ჩემს სხეულზე, კანსა და ხალებზე გაცილებით მეტი ვიცი. გამიმართლა, რომ მათი უმრავლესობა კეთილთვისებიანია, მაგრამ მინდა, ჩემი გამოცდილება თქვენ გაგიზიაროთ" - წერს ქლოი კარდაშიანი ბლოგზე და თაყვანისმცემლებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ურჩევს.
ლეა ხიმშიაშვილი