შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისნედი, ყატარის ემირის შეიხ ჰამადა ბენ კალიფა-ალ-ტანის სამი ცოლიდან რიგით მეორეა, 7 შვილის დედა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური პირველი ლედი, ასევე, რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

მისი ცხოვრების ისტორია, აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს. მოზა ყატარელი ბიზნესმენის ქალიშვილია. 18 წლის ასაკში გოგონას გაუმართლა და ყატარის ტახტის
სიტუაცია 1995 წელს შეიცვალა, როცა მოზის მეუღლემ საკუთარი მამა დაამხო და ქვეყანას სათავეში ჩაუდგა. ახალმა ემირმა მსოფლიოს მისი მეორე ცოლი - ლამაზი და განათლებული მოზა წარუდგინა.

შეიხა მოზა ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებს ზედამხედველობდა და საზოგადოებაში მსოფლიოს წამყვანი სახლების შეუდარებელ სამოსში სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა. ატარებს კაბებსა და შარვლებს.

შეიხა მოზა სამთავრობო და საერთაშორისო პოზიციებს იკავებს - სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში მმართველთა ცოლებს მსგავს ამპლუაში იშვიათად იხილავთ.
ის ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდს მართავს; ოჯახურ საკითხებში უზენაესი საბჭოს პრეზიდენტია; ასევე განათლების უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი; იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელი.


მან შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, სადაც პირველი შენატანი, 10 მილიონი დოლარი მისი ქმრისგან იყო.
შეიხა მოზას ვირჯინიის თანამეგობრობის, ტეხასის A&M, კარნეგი-მელონის და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტებსა და ლონდონის იმპერიულ კოლეჯში საპატიო დოქტორის წოდება აქვს.
მოზა 57 წლისაა და შესანიშნავად გამოიყურება. ზოგიერთი ინფორმაციით მან 12 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რისთვისაც 2 მილიონი დოლარი დახარჯა. ვისაც შეიხას ფონდთან კავშირი ჰქონდა, აღფრთოვანებულია მისი შრომისმოყვარეობით, მიზანდასუხლობით, შეუპოვრობითა და გავლენით, თქვენ წარმოიდგინეთ ფემინიზმითაც.
მოზა მეუღლეს ყველა ოფიციალურ ვიზიტზე, რომელიც პირველი ლედის ყოფნასაც მოითხოვს, თან ახლდა.

შეიხ ჰამადის მემკვიდრე სწორედ მოზას 5 ვაჟიშვილიდან ერთ-ერთი გახდა. ეს აღსანიშნავი ფაქტი ქალის პორტრეტს ნათლად წარმოაჩენს, რადგან შეიხს მოზას გარდა კიდევ 2 ცოლი ჰყავს და მემკვიდრეების რიცხვი 27-ს აღწევდა. ჰამდანმა კი ქვეყნის მმართველობა მოზას ვაჟს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადაულოცა.

ჟურნალ „Forbes”-ის რეიტინგებში, მოზა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში შევიდა. ამბობენ, რომ შეიხმა მესამე ცოლი მოზას ჯინაზე შეირთო, რათა დაემტკიცებინა, რომ მისი ძალაუფლება უსაზღვრო არ არის. მიუხედავად ამისა, მოზას ადგილის დაკავება, ვერც ერთმა ქალმა ვერ შეძლო.

ლეა ხიმშიაშვილი