ამ იტალიელ წყვილს მსოფლიოში ყველა იცნობდა. მათი ცნობილი სიმღერა „Felicita“ ყველასთვის საყვარელ სიმღერად და იტალიური ესტრადის კლასიკად იქცა.
ალ ბანო კარიზი და რომინა პაუერი 30 წლის მანძილზე იდეალური წყვილი იყო, მაგრამ ოჯახური ტრაგედიის შემდეგ ეს ბედნიერება დასრულდა.

რომინა ფრანჩესკა პაუერი იტალიელი ემიგრანტის მდიდარ ოჯახში დაიბადა.
მშობლები რაირონ პაუერი და მსახიობი, ლინდი კრისტიანი ჰოლივუდში მოღვაწეობდნენ.

იმღერის „Felicita“ შემსრულებელი იდეალური ოჯახური წყვილი" width="600" style="font-size: 12.16px; line-height: 15.808px; float: left;" />
რომინა იტალიაში პიველად 17 წლის ასაკში ჩავიდა, რათა მუსიკალური გაანთლება მიეღო - ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში პირველი სოლო ვინილი გამოუშვა. იმ დროისთვის, 25 წლის ალ ბანო კარიზი იტალიაში უკვე ცნობილი მომღერალი იყო. მათი რომანი გაცნობისთანავე დაიწყო და მომდევნო წელს იქორწინეს კიდეც.
გოგონას დედა, ქალიშვილის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული არ ყოფილა, რადგან კარიზი ღარიბ ოჯახში დაიბადა და გზა დამოუკიდებლად გაიკვალა. მუშაობდა მიმტანად, მზარეულად, ვიდრე მისი ნიჭი სიმღერის კონკურსზე არ აღმოაჩინეს.
მიუხედავად ყველაფრისა, რომინა დედის წინააღმდეგ წავიდა და კარიზის ცოლად გაჰყვა.

წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. მიუხედავად ამერიკულად აღზრდისა, რომინამ შვილები კლასიკური იტალიური ოჯახის ტრადიციებით აღზარდა. ქალი ქმარს ოჯახის წინამძღოლის როლს უთმობდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო ოჯახი საოცრად მყარი და ხანგრძლივი. გარდა ამისა წყვილს საერთო ინტერესები და ხელოვნება აერთიანებდა. რომინა ლექსებს წერდა, ალ ბანო კი მუსიკას. სიმღერებს დუეტში ასრულებდნენ.
ოჯახური წყვილი "ევროვიზიაზეც" გამოვიდა, სადაც მე-7-ე ადგილი დაიკავეს. გასტროლებით უამრავ ქვეყანას ეწვივნენ, იყვნენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც, სადაც საუკეთესო ჰიტების ვინილიც ჩაწერეს.

1985 წელს კვლავ მიიღეს მონაწილეობა "ევროვიზიაზე" და კვლავ მე-7-ე ადგილი დაიკავეს.
საბჭოთა კავშირის დროს, 1980-იან წლებში ყველაზე პოპულარულები იყვნენ - ადრიანო ჩელენტანო, ტოტო კუტუნიო და ალ ბანო რომინასთან ერთად.

1994 წელს მათ ოჯახში დიდი უბედურება დატრიალდა. დაიკარდა მათი უფროსი ქალიშვილი ილენია. 24 წლის გოგონა ნიუ ორლეანში ფესტივალზე გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა. ილენია ვერ იპოვეს. რომინა დეპრესიაში ჩავარდა, დანარჩენ შვილებს ყურადღებას აღარ აქცევდა. ალ ბანომ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: "ილენია მკვდარია და მე ამ აზრს უკვე შევეგუე".
რომინამ ქმარს ეს სიტყვები ვერ აპატია -" შენ ჩვენს ქალიშვილს უღალატე და მე მოღალატესთან ვერ ვიცხოვრებ" - განაცხადა რომინამ და 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარი მიატოვა.
წყვილის უკანასკნელი ალბომი 1995 წელს გამოვიდა. ბევრს მათი დაშორება წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. რომინას ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ქალიშვილი გადარჩებოდა და ქმარს იმედის დაკარგვას ვერ პატიობდა. 1999 წელს ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ.
ალ ბანო სიმღერების წერას აგრძელებდა და სოლო კონცერტებს მართავდა. რომინამ ესტრადა დატოვა და ფერწერით დაკავდა. მონაწილეობას იღებს ტელეშოუებში, წერს სცენარებს, იღებს დოკუმენტურ ფილმებს.

ბედნიერება ორივემ ახალგაზრდა პარტნიორებთან იპოვეს და დაშორების გამო არ ნანობენ.
ლეა ხიმშიაშვილი