08 აგვისტო, 2016
58 წლის შერონ სტოუნი იდეალურ ფორმაშია და ახალ "ბოიფრენდთან" ერთად გამოჩნდა
მას შემდეგ რაც შერონ სტოუნი სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა, გასაკვირი არაა, რომ გარს უამრავი სიმპატიური მამაკაცი ახვევია.

გასულ დღეებში შერონი შოპინგზე უცნობ, დაკუნთულ მამაკაცთან ერთად შენიშნეს. მამაკაცი შესაძლოა მისი მცველი იყოს, თუმცა წყვილი ერთმანეთს საკმაოდ თბილად ეპყრობოდა და იცინოდნენ.

სტოუნი ოფიციალურ ქორწინებაში ორჯერ იყო - 1984-87 და 1998-2004 წლებში. რამდენჯერმე მუცლის მოშლის შემდეგ, მსახიობმა 3 ბავშვი იშვილა.

როგორც თავად გამოტყდა, ბოლო 10 წლის განმავლობაში სერიოზული ურთიერთობა არავისთან ჰქონია, მაგრამ ყველაზე ხშირად მსახიობ დევიდ
დელუისთან ერთად ჩნდებოდა, რომელიც მასზე 13 წლით უმცროსია. ასევე ჰყავდა არგენტინელი მოდელი, მარტინ მიკა, ის შერონზე 30 წლითაა უმცროსი.

ლეა ხიმშიაშვილი
RatingRatingRatingRatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS