კაცხის სვეტის ისტორიის გაცნობის შემდეგ მოთხრობილია ბერი მაქსიმეს შესახებ. რუსული პრესის თანახმად: ''მაქსიმე მას მერე გახდა ბერი, რაც ციხიდან გამოვიდა. გადაწყვიტა შეცვლილიყო. ''ახალგაზრდობაში ვსვამდი და ნარკოტიკებს ვყიდდი.
როცა ამან ციხემდე მიმიყვანა, მივხვდი, რომ
ახლა კი რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ჩავარდნილი ადამიანები მასთან რჩევისა და ნუგეშის მოლოდინში მიდიან. კვირაში ორჯერ მაქსიმე სვეტიდან ჩამოდის, რომ მათ დაელაპარაკოს და დაამშვიდოს.
ბერ მაქსიმეს სტუმრების შესახებ ძველ გაზის ბალონზე ხის უროს დარტყმით მორჩილი ამცნობს. მისი ნებართვის გარეშე მაღლა ასვლა აკრძალულია.
ბოლო წლებში მონასტრის ტერიტორია გაფართოვდა. მაქსიმეს გარდა აქ კიდევ ორი ბერი ცხოვრობს, დიაკვანი და ერთი მორჩილი. ოცი წლის განმავლობაში მაქსიმემ შეძლო მონასტრის აღორძინება.
''აქ სიწყნარე და სიმშვიდე სუფევს, რაც ღმერთს გაგრძნობინებს'' , - ამბობს მაქსიმე.
ჟურნალი ''რეიტინგი''