აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსმა გოგონამ – 15 წლის ნატაშა ობამამ თევზის რესტორანში დაიწყო მუშაობა. არდადეგებზე ნატაშა, რომელსაც საშასაც ეძახიან ხოლმე, დროს არ კარგავს და თანატოლებს კარგ მაგალითს აძლევს. სპეციალურ უნიფორმაში გამოწყობილი გოგონა სალაროსთან დგას.
ამასობაში სპეცაგენტები და დაცვის წევრები მანქანაში ელოდებიან და ასევე სკამზე რესტორნის სიახლოვეს. ნატაშას თევზთან მუშაობაც უწევს და თევზეულის გასუფთავებაშიც გამოიჩინა თავი.
პაპარაცებმა ისიც შეამჩნიეს, რომ სანამ მანქანაში ჩაჯდება და სახლში წავა, გოგონას თავისი დაცვის წევრებისთვის წვენი მიაქვს ხოლმე.
ამასობაში ბარაკ ობამას უფროსმა
ქალიშვილმა სულ სხვა მხრივ გამოიჩინა თავი – ქსელში გამოჩნდა ვიდეო, როგორ "გულახდილად" ცეკვავს მალია ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე.
იხილეთ ფოტო + ვიდეო