26 სექტემბერი, 2013
ესპანელს 5 მილიონის მომგები ბილეთი მაღაზიაში დარჩა
ხოლო თუ კუპონს მფლობელი არ მოეძებნება, მოგება მას შეხვდება, ვინც ბილეთი ლატარიის კომპანიის ოფისში იპოვა დაბნეული, მაგრამ იღბლიანი ესპანელის ძიების საქმეში ქალაქ ლა-კორუნიას მერიც კი ჩაერთო. სწორედ ამ ქალაქში გათამაშდა ლატარიაში ჯეკპოტი - 5 მლნ ევრომდე, თუმცა ნაყიდი ბილეთი, რომელმაც ლატარია მოიგო, მის მფლობელს ყიდვისთანავე მაღაზიაში დარჩა.

ქალაქის მერი ყველა ''მაძიებელს'' აფრთხილებს, რომ ის ადამიანი, ვინც მოისურვებს ბილეთის წაღებას, მკაცრად დაიკითხება. ხოლო თუ კუპონს მფლობელი არ მოეძებნება, მოგება მას შეხვდება, ვინც ბილეთი ლატარიის კომპანიის ოფისში იპოვა.

ლა-კორუნიის მერი კარლოს გენრეირა ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ ის ესპანეთში ალბათ ერთადერთი მერია, რომელიც მილიონერს იმისთვის კი არ ეძებს, რომ ფული სთხოვოს, არამედ იმისთვის, რომ ფული მისცეს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS