1. სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს დაიბადა სან-ფრანცისკოში და დაბადებისთანავე მასზე ორჯერ
2. ჟურნალი Life-ის, 1968 წლის ივლისის ნომერის ყდაზე მოშიმშილე აფრიკელი ბავშვების სურათი იყო დაბეჭდილი. სტივმა მიიტანა ჟურნალი ეკლესიაში და პასტორს ჰკითხა:
- თუ ავწევ თითს მაღლა, ღმერთმა უკვე იცის ხომ ეს მანამდე, ვიდრე ამას გავაკეთებ?
- რა თქმა უნდა, ღმერთმა ყველაფერი იცის, - უპასუხა პასტორმა. მაშინ სტივმა ჟურნალი აჩვენა პასტორს და ჰკითხა, იცოდა კი ღმერთმა ამ მოშიმშილე ბავშვების თაობაზე? როდესაც პასტორისგან დადებითი პასუხი მიიღო, სტივმა გამოაცხადა, რომ არ სურდა ეწამა ასეთი ღმერთი და ამის მერე აღარც წასულა ეკლესიაში.
3. ჰიუმსთადში სწავლისას ჯობსმა გემო მარიხუანასაც გაუსინჯა. „პირველად მაშინ დავიჭირე კაიფი, 15 წლის ასაკში, რის მერეც მუდმივად ვყიდულობდი", - ამბობს იგი. ერთხელ მამამ სტივის მანქანში აღმოაჩინა მოსაწევად გამზადებული მარიხუანა, ჩვეულებრივ მშვიდი პოლი მდგომარეობიდან გამოვიდა: „ეს იყო ჩვენი ერთადერთი ნამდვილი ჩხუბი“ , - იხსენებდა წლების მერე სტივი.
4. 1972 წლის გაზაფხულზე, ჰოუმსთადში სწავლის მეოთხე წელს, ჯობსმა დაიწყო შეხვედრა კრისენ ბრენნანთან. ეს იყო ჰიპი გოგონა, ღია ყავისფერი თმით, მწვანე თვალებით. კრისენი ჯობსის ტოლი იყო, თუმცა ერთი კლასით უკან სწავლობდა. „სტივი ნამდვილი გადარეული იყო, მაგრამ სწორედ ეს მომწონდა მასში,“ - იხსენებდა წლების მერე კრისენი. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ჯობსმა ექსპერიმენტები კვებაში, დაიწყო უმკაცრესი დიეტები, რასაც მთელ ცხოვრება აგრძელებდა. კვირების განმავლობაში მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულს ჭამდა. ამ პერიოდში ჯობსი უსაშველოდ გამხდარი ბიჭი იყო, გრძელი თმით და წვერით, რომელიც უფრო შამანს მოგაგონებდათ, ვიდრე 17 წლის მოზარდს. გარშემომყოფთაგან ნაწილი ვერ იტანდა ჯობსს, ნაწილი კი - მისი ქარიზმით აღფრთოვანებული იყო.
5. უნივერისიტეტში გატარებული წელიწადნახევრის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, რომ სტივი ბოჰემურად ცხოვრობდა, დადიოდა ფეხშიშველა, ზამთარში იცვამდა სანდლებს, აგროვებდა და აბარებდა "კოკა-კოლას" ბოთლებს და ამით შოულობდა ფულს, კვირა დღეს რამდენიმე კილომეტერს გადიოდა ფეხით კრიშნას ტაძარამდე და იქ უფასო სადილს მიირთმევდა, ცხოვრობდა ოთახში ავტოფარეხის თავზე, რომელიც ზამთარში არ თბებოდა.
6. ჯობისის და კრისენ ბერნნარის რომანი, რომელიც ჯერ კიდევ სკოლაში დაიწყო, დრო და დრო კვლავაც ახლდებოდა, თუმცა ჯობსის კრისენი უკვე ნაკლებად აინტერესებდა, შესაბამისად, კრისენს ახალი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა, თუმცა არც ეს ურთიერთობა აღმოჩნდა სტაბილური და დრო და დრო ისევ ჯობსს უბრუნდებოდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაბრუნების შემდეგ მან სტივს გაუმხილა, რომ ფეხმძიმედ იყო, რამაც ჯობსი გადარია. ის ამტკიცებდა, რომ არ შეიძლებოდა ეს ბავშვი მისი ყოფილიყო. გოგონა 1978 წლეს მოევლინა ქვეყანას, მას ლიზა დაარქვეს. ჯობსი კვლავაც უარყოფდა მის მამობას, თუმცა საბოლოოდ დნმ-ის ანალიზმა, რომელიც სულ ახალი დანერგილი იყო, დაამტკიცა რომ მამა ის იყო. ჯობსმა ბავშვი ოფიციალურად აღიარა, უშოვა დედა-შვილს შესაფერისი სახლი და ეკონომკურადაც უზრუნველყოფდა, თუმცა მეგობრებში კვლავაც აგრძელებდა ლაპარაკს, რომ ეს მისი შვილი არ იყო. შესაბამისად, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, როდესაც მან ახალი კომპიუტერის პროექტს lisa დაარქვა და აღიარა, რომ ახალი კომპიუტერი მისი შვილის მოსახელე იქნებოდა. „ცხოვრებაში ბევრი რამ გავაკეთე, რის გამოც ახალ მრცხვენია, მე მივატოვე გოგონა, რომელიც ჩემგან იყო ფეხმძიმედ“ , მაგრამ არ ჩამიდენია ისეთი ცოდვები, რაზეც ხმამაღლა ლაპარაკი არ შემიძლია.“ - ამბობდა ჯობსი.
პალიტრა L-ის რედაქტორი საუბრობს წიგნის შესახებ