ქალს მარტოობაში ყოფნა დიდხანს არ მოუწია. ქმართან განშორებიდან ერთი წლის შემდეგ მზარეულად დაიწყო მუშაობა, სადაც ევგენი გაიცნო, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსი აღმოჩნდა.
"როცა ევგენის გრძნობების შესახებ გავიგე, დავფიქრდი. შემდეგ კინოში დამპატიჟა და დავთანხმდი. არც კი მახსოვს, რა ფილმს ვუყურეთ, ვიდრე დამთავრდებოდა სასეირნოდ წავედით. ერთმანეთს ვეხვეოდით.." - გამოტყდა მრავალშვილიანი დედა.

ტატიანას შვილებმა, ევგენისთან საერთო ენა მალევე გამონახეს, განსაკუთრებით ბიჭებმა. როგორც აღმოჩნდა, ევგენი ფეხბურთის დიდი ქომაგია. ახალგაზრდა ყმაწვილი "ბარსელონას" გულშემატკივარია და ესპანეთში გამგზავრებაზე ოცნებობს.

ბიჭმა საყვარელ ქალს ცოლობა მალევე სთხოვა, თუმცა თანხმობა მაშინვე არ მიუღია. ახალგაზრდა პასუხის დაყოვნების გამო განიცდიდა, მაგრამ ბავშვებისგან თანადგომა მიიღო და ტატიანას ულტიმატუმი წაუყენა: "გინდა შენ ეს, თუ არა - ჩემი ცოლი გახდები" - გვიზიარებს ევგენი.

სამსახურში ევგენის ბევრი ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა წყვილმა მალე იქორწინა.

ტატიანა ახალ ქორწინებაში ძალიან ბედნიერია, რადგან ჟენიას ბავშვები ძალიან უყვარს და ამბობს, რომ ეს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

წყვილი საერთო შვილზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან გასაზრდელი უფროსი შვილები ჰყავთ. "მაგრამ საერთოდ, როგორც ღმერთი ინებებს" - დასძინა მრავალშვილიანმა დედამ.

ნაოკო ვატანაბე