ფამუქმა წერა სრული დატვირთვით 1974 წლიდან დაიწყო. მანამდე ის სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ სამ წელიწადში სწავლას თავი დაანება და მთლიანად წერაზე
მოგვიანებით ცოდნა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გაიღრმავა და დღეს რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ამჟამად არაერთი უცხოური ლიტერატურული პრემიის მფლობელი, რამდენიმე მსოფლიო ბესტსელერის ავტორია.
სანამ ''უმანკოების მუზეუმსა'' და ''თეთრ ციხესიმაგრეს'' დაწერდა, სტუდენტობის წლებში და 20 წლის შემდეგაც ფამუქი დედასთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ მაშინ დაწერა თავისი პირველი რომანი ''წყვდიადი და სინათლე''.
მეორე რომანი ''მდუმარე სახლია'' . წიგნი 1980-1983 წლებში შეიქმნა. რომანში წამოჭრილი პრობლემა - გაუცხოება - მსოფლიო ლიტერატურისთვის ახალი არ გახლავთ, მაგრამ როგორც ამბობენ, ფამუქი კაცობრიობის ამ მარადიულ სატკივარს მეტ სიმძაფრეს სძენს.
ამას სხვა რომანებიც მოსდევს, მაგრამ მწერალთან საერთაშორისო აღიარება მას შემდეგ მივიდა, რაც წიგნების მაღაზიებში ''მე მქვია წითელი'' გამოჩნდა. ეს რომანი 24 ენაზე ითარგმნა. კიდევ ერთი წარმატება მოჰყვა ფამუქის 2002 წლის ნამუშევარს ''თოვლი'' , რომელიც ''ნიუ-იორკ თაიმსმა'' 2004 წლის ათ საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა.
საკუთარ სახლში, კაბინეტში მუშაობს. ამბობს, რომ წერისას ისეთ ადგილას უნდა იჯდეს, საიდანაც ფანჯრიდან ქუჩისა და ბუნების დანახვაა შესაძლებელი. მწერლებს ხშირად უსვამენ შეკითხვას, რატომ წერენ, რატომ უჩნდებათ ამის სურვილი.
ფამუქი მოკლედ პასუხობს: ''ვწერ იმიტომ, რომ მე ეს მჭირდება'' . შემდეგ მეტად აკონკრეტებს: ''ვწერ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შემიძლია; ვწერ, რადგან ნორმალურ სამუშაოზე ვერ ვჩერდები. ვწერ, რადგან მინდა, ისეთი წიგნები ვიკითხო, რომელიც ერთ-ერთი იქნება ჩემ მიერ შექმნილთაგან...
ვწერ, რადგან ყველაზე გაბრაზებული ვარ. მიყვარს ჩემს ოთახში დღის წერაში გატარება... მომწონს ფურცლის, კალმის და მელნის სურნელი. ვწერ, რადგან არ მინდა ვიყო დავიწყებული...
რათა ვიყო მარტო. ვწერ, იმიტომ, რომ მომწონს ის დიდება, რაც მწერლობას მოაქვს. მომწონს, რომ ჩემს ნაწერებს კითხულობენ... ვწერ, რადგან ყველა ელოდება ჩემს წიგნებს.
ვწერ, რადგან ბავშვური გულწრფელობით წიგნების უკვდავების მჯერა და მომწონს, როცა ჩემი წიგნები მაღაზიების თაროებზე აწყვია. ვწერ, რადგან ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ და ვწერ, რათა ვიყო ბედნიერი'' ...
ჟურნალი ''რეიტინგი''