მიკი და მელანი ერთად, პირველად 2 წლის წინ, 2014 წელს, ციურიხში შენიშნეს.
ჯაგერს 7 შვილი ჰყავს: 32 წლის ლიზი, 30 წლის ჯეიმსი, 24 წლის ჯორჯია მეი, 18 წლის გაბრიელი - ყოფილი ცოლის, 59 წლის ჯერი ჰოლისგან. წყვილი ქორწინებაში 22 წელი იყო
ბიანკა ჯაგერთან 8 წლიან ქორწინებაში, წყვილს ქალიშვილი - ჯეიდი შეეძინა (44 წლის). მომღერალმა მარშა ჰანტმა კი მას ქალიშვილი, კერისი გაუჩინა - ამჟამად 45 წლის. მომღერლის უმცროსი ვაჟი, მიკა ლუკასი 16 წლისაა, რომელიც ბრაზილიელი მოდელისგან, ლუჩიანა ხიმენესისგან ჰყავს.
მიკ ჯაგერის ბოლო ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა. ლორენ სკოტმა, რომელთანაც 13 წელი იცხოვრა, 2 წლის წინ თავი მოიკლა.
ჯაგერს უკვე 5 შვილიშვილი და 1 შვილთაშვილი ჰყავს. მამას ყველა მემკვიდრესთან კარგი ურთიერთობა აქვს.
კიდევ ერთი სიახლე, სულ ცოტა ხნის წინ, მიკის კოლეგა, Rolling Stones-ის წევრი, 69 წლის რონი ვუდი ტყუპების მამა გახდა.
მუსიკოსს შვილები 38 წლის მეგობარმა ქალმა გაუჩინა.
ლეა ხიმშიაშვილი




