24 სექტემბერი, 2013
შერმა სოჭის ოლიმპიადაზე უარი თქვა
ერთმა ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა ოლიგარქმა მკითხა, ხომ არ მოვისურვებდი, ოლიმპიური თამაშების წარგზავნილი ვიყო და გავხსნა ეს თამაშები ცნობილმა ამერიკელმა პოპმომღერალმა და კინოვარსკვლავმა შერმა არ მიიღო ნაცნობი რუსი ოლიგარქის წინადადება, რომ სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე ემღერა. შერის უარი რუსეთში ლგბტ-საზოგადოების მიმართ გამოხატული სოლიდარობაა.

''სახელს ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთმა ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა ოლიგარქმა მკითხა, ხომ არ მოვისურვებდი, ოლიმპიური თამაშების წარგზავნილი ვიყო და გავხსნა ეს თამაშები.

მაშინვე ვიუარე, რადგან მინდა ვიცოდე, საიდან მოდის მთელი ეს სიძულვილი გეებისადმი, რომელიც რუსეთში სუფევს.

მან მიპასუხა, რომ რუს ხალხს არ ესმის, რას უშვრება მას სახელმწიფო'' , - გამოაცხადა შერმა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში.

როგორც ამბობენ, ლაპარაკია რუს ოლიგარქ სულეიმან კერიმოვზე, რომელიც მომღერლის მგზნებარე თაყვანისმცემელია. სწორედ მან მოაწყო შარშან ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი მშობლიურ დაღესტანში შერის კერძო კონცერტი.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
შერის ფანისგან _ "ელის"
შერის სახელი ინგლისურად ასე იწერება _ Cher, ასე რომ, სანამ დააკომენტებთ, გადაამოწმეთ მაინც.
11:47 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ელი
შერმა – არასწორია სწორია – შერიმ...
11:00 / 26-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS