საშინელი ფაქტი მოხდა მოსკოვში - 72 წლის კაცმა საბავშვო მოედნიდან გაიყვანა 9 წლის გოგონა, თავის სახლში შეიტყუა - კურდღლებს გაჩვენებო. ფაქტი, თუ როგორ გაჰყავს მას სკვერიდან ბავშვი, იქვე დამონტაჟებულმა კამერამაც დააფიქსირა.
როგორც მიგვიანებით გახდა ცნობილი, პედოფილს ერთი საათი ჰყავდა ბავშვი ჩაკეტილი სახლში და მასზე ძალადობდა. გოგონამ მაშინ მოახერხა გაქცევა, როცა მოხუცი კაცი სამზარეულოში გავიდა ცოტა ხნით...
ბავშვმა მაშინვე უთხრა დედას მომხდარის შესახებ. გოგონა ამჟამად საავადმყოფოშია, მოხუცი პედოფილი მიხაილ ნოვიკოვი კი დააპატიმრეს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა,
როცა უცხო ადამიანებს სრულიად ნებაყოფლობით მიჰყვებიან ბავშვები უცხო ადგილებში. სამართალდამცველები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ მშობლებს, მკაფიოდ აუხსნან ბავშვს, ნებისმიერი ასაკისას, რომ არ გამოელაპარაკონ უცნობ ადამიანებს და მით უმეტეს, არავის არ გაჰყვნენ არსად, არც მოხუცს, არც ახალგაზრდას და არც თანატოლს. სიფრთხილის ზომები ბავშვს ბევრი უსიამოვნებისგან დაიცავს.
იხილეთ ვიდეო