რივზის უბრალოებისა და უშუალობის ამბავი მსოფლიოში ცნობილი ფაქტია. მილიონერი მსახიობი ხშირად ჩნდება საზოგადოებრივ ადგილებში, გადაადგილდება მეტროთი და საერთოდაც ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს.
ამჯერად განხილვის თემა მისი დაბადების დღეა. პაპარაცებმა მსახიობი ნიუ-იორკში გამოიჭირეს. კიანუ ქუჩის რომელიღაც ბორდიულზე, შემთხვევით გამვლელებთან ერთად, სანთლიანი კექსით ზის.
ფოტოების დათვალიერებისას რთულია ცრემლები შეიკავოთ.
ლეა ხიმშიაშვილი


