22 სექტემბერი, 2013
ალენ დელონის შვილიშვილმა მსახიობობას მოდელობა არჩია
სკოლის პერიოდში ოფიციანტადაც მუშაობდა, რათა სწავლის ფული გადაეხადა. მერე კი დაიწყო ცნობილი ჟურნალებისთვის გადაღება ''ალენ დელონი რომ ქალი ყოფილიყო, ზუსტად ასეთი იქნებოდა'' , - თქვა ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა, როდესაც ელისონ ლე ბორჟს უღებდა ფოტოებს, ისე, რომ ვერც კი იფიქრებდა, თუ ეს გოგონა მართლა ალენ დელონის შვილიშვილი იყო.

გოგონა მართლაც ძალიან ჰგავს თავის ცნობილ პაპას, უფრო მეტად, ალბათ, მამას - ენტონი დელონს, რომელიც არანაკლებ სიმპათიური მამაკაცი იყო, თუმცა ალენ დელონის დონის წარმატებას ვერ მიაღწია.

რაც შეეხება ელისონის
დედას, ის კაბარეს მოცეკვავე მარი-ელენ ლე ბორჟი გახლდათ. გოგონა არ წასულა ცნობილი წინაპრების კვალზე. ერთადერთი ფილმი, რომელშიც მიიღო მონაწილეობა, ნადინ ტრენტინიანის ''ცისფერი კუნძული'' იყო.

დელონის შვილიშვილმა მოდელის კარიერა ამჯობინა. უკვე მოასწრო ფრანგული ''ფლევორის'' , '' ვოგის'' , იტალიური '' გრაციას'' გარეკანებზე მოხვედრა, 2010 წელს პოპულარული ბრენდ Intimissimi--ს სახე გახდა, ცოტა ხნის წინ კი 27 წლის ელისონმა ბრაზილიური ტანსაცმლისა და თეთრეულის ბრენდ Joge-ისთვის მოაწყო ფოტოსესია.
Rating
ფოტოსესიის შემდეგ კიდევ ერთხელ აღნიშნა საზოგადოებამ, რომ ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როცა საცვლების ფოტოებზე ქალს კი არ უყურებ, არამედ მის თვალებს.
საინტერესოა, რომ თავისი ცნობილი პაპა მომავალმა მოდელმა 11 წლისამ გაიცნო. მის მშობლებს არც ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ენტონის ოფიციალურად სხვა ცოლი ჰყავდა და თავს არ იკლავდა კაბარეს მოცეკვავესა და მის ქალიშვილთან ხშირი ურთიერთობით. ამ მიზეზით აიღო გოგონამ დედის გვარი და არასოდეს ახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ალენ დელონის შვილიშვილი იყო. ელისონს 14 წლისას ჰქონდა დებიუტი კინოში, თუმცა სამოდელო გზა არჩია.

სკოლის პერიოდში ოფიციანტადაც მუშაობდა, რათა სწავლის ფული გადაეხადა. მერე კი დაიწყო ცნობილი ჟურნალებისთვის გადაღება.
Rating
დღეს ელისონი წარმატებული მოდელია და ჯერჯერობით ამავე სფეროში აპირებს კარიერის გაგრძელებას. ცნობილ წინაპრებთან არც ახლა აქვს ახლო ურთიერთობა.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS