не ангелы ჰქვია ჯგუფს, რომელმაც კლიპის გადაღება გასულ ზაფხულს ბათუმსა და თბილისში გადაწყვიტა და წარმატებითაც განახორციელა ჩანაფიქრი. კლიპში საქართველოს ბევრი ლამაზი კადრია, სიმღერა კი სიყვარულზეა.
ბიჭი კი, სავარაუდოდ, თავის გრძნობებში ვერ გაერკვა და წლების შემდეგაც ვერ გაუკეთებია არჩევანი. ზურა ყიფშიძე, როგორც ყოველთვის, სიმპათიურად გამოიყურება.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუს ლამაზმანებს საქართველოსთან სწორედ ისეთი რომანი აკავშირებთ, როგორზეც მღერიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩემი ვარაუდების გამოთქმა შემიძლია, რადგან ზურა ყიფშიძე ყაზბეგშია გადაღებებზე და ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელია.

რაც შეეხება თავად ჯგუფს, ეს უკრაინული გოგონათა ჯგუფია, რომელიც 2006 წელს შეიქმნა და რუსული რეპერტუარი აქვს. გოგონები, რეპერტუარის გარდა, ყურადღების მიპყრობას თამამად ჩაცმითაც არ ერიდებიან.
ჟურნალი ''რეიტინგი''