მარშალმა ინსულტი გადაიტანა, შემდგომ კი პნევმონიისგან გართულებები მიიღო.
მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ნიუ-იორკში, 1934 წლის 13 ნოემბერს დაიბადა.
გერი მარშალს, როგორც პროდიუსერსა და სცენარისტს, კინოსა და ტელევიზიაში 50-ზე მეტი ნამუშევარი ეკუთვნის.
მისი ნამუშევრები გზის გამკვალავი აღმოჩნდა ისეთი დიდი მსახიობებისთვის, როგორებიც არიან: რობინ უილიამსი, ჯულია რობერტსი, ჰენრი უინკლერი, ჯეისონ
რეჟისორს ცოლად ჰყავდა მსახიობი ბარბარა მარშალი. მათ 3 შვილი დარჩათ.
მარშალთან მომუშავე მსახიობები გერი მარშალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სოც. ქსელებში დიდ მწუხარებას გამოთქვამენ.
გოლდი ჰოუნი - "ამ ქვეყნიდან წავიდა ჩვენი საყვარელი გერი მარშალი! ის ჩვენი ოჯახის ნამდვილი მეგობარი იყო, ახლა კი მისი სიყვარული მოგვაკლდა. გერი, მადლობა ფილმებისთვის, რომლებშიც დიდი დოზით იყო ადამიანობა, იუმორი, სიყვარული და სიკეთე. დაისვენე, ჩემო ძვირფასო. ჩვენ შენ გვიყვარხარ".

მსახიობი მენდი მური - "გერი მარშალი - უძვირფასესი საგანძურია! ის უკეთილშობილესი, ყველაზე მომთმენი, ადამიანური და საოცრად სასაცილო ადამიანი იყო. მან უდიდესი წინადადება შემომთავაზო, როცა 16 წლის ასაკში, პირველი სამუშაო მომცა - როლი "პრინცესას დღიურებში". მადლობა სიცილისა და ცრემლებისთვის, ერთიანობის განცდისთვის. თქვენს ოჯახს სიყვარულს ვუგზავნი".

ლეა ხიმშიაშვილი