დეპუტატი, აზერბაიჯანი-საფრანგეთის საპარლამენტაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი, ჰეიდარ ალიევის ფონდის და აზერბაიჯანის კულტურის მეგობრობის ფონდის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი და ა.შ. - ილხამ ალიევის მეუღლე. თუმცა ყველაზე მეტად ლამაზმანის ამპლუა უხდება. ამბობენ, მოხდენილი და საოცრად მიმზიდველი მეჰრიბან ალიევას წინაშე ბელორუსიის მმართველი, ალექსანდრე ლუკაშენკოც კი ვერ დარჩა გულგრილი.
ასმა ასადი

სირიის პირველი ლედი. მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე 4 წლიანი ომისა, ბაშარ ასადის მეუღლეს ერთხელაც არ უფიქრია ლონდონში გაქცეულიყო, სადაც ის დაიბადა და სადაც მისი მშობლები
ანხელიკა რივიერა

14 წლიანი ურთიერთობის მიუხედავად, პროდიუსერმა ხოსე ალბერტო კასტრომ, ვერ გამონახა დრო სერიალების ამ შესანიშნავ ვარსკვლავზე ექორწინა. თუმცა, საბედნიეროდ მეხიკოს შტატის გუბერნატორი ენრიკე პენია ნიეტო აღმოჩნდა პუნქტუალური და გაცნობიდან 5 თვის შემდეგ ქალს ცოლობა სთხოვა. 2010 წელს ანხელიკა გუბერნატორის, რამდენიმე წელიწადში კი მექსიკის პირველი ლედი გახდა.
ხულიანა ავადა

არგენტინის ახლადარჩეული მმართველის მაურისიო მაკრის შეუძლია ცოლით იამაყოს. მისი პირველი ლედი - მომხიბვლელი, ჭკვიანი ქალია, შესანიშნავად ფლობს ინგლისურს და აქვს საკუთარი ბიზნესი, ამასთან გემოვნებით იცმევს.
სილვია ბონგო ონდიმბა

გაბონის პრეზიდენტის, ალი ბენ ბონგო ონდიმბას მეუღლე ვალენტინოსა და შანელს აღმერთებს, თუმცა ცენტრალური აფრიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ამ სასჯელს როგორმე აიტანს. გარდა ამისა სილვიას სახელმწიფოებრივი ვალდებულება აკისრია - საკუთარი ფონდის Fორ ტჰე Fამილყ-ს წვეულებებზე, რომელიც ღარიბებს ეხმარება, ღირსეულად გამოწყობილი უნდა წარსდგეს.
ლეა ხიმშიშვილი