ის, რომ ზვერევის გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის შედეგია, საიდუმლო არავისთვისაა. თუმცა დაზუსტებით დღემდე არავინ იცის, რატომ გადაწყვიტა მან ამ ნაბიჯის გადადგმა.
ერთ-ერთი ვერსიით, არტისტი მიზეზად 1995 წლის საშინელ ავარიას ასახელებს, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუზიანდა.
გაიკეთა რინოპლასტიკა, რაც უშედეგო აღმოჩნდა და ოპერაცია განმეორებით დასჭირდა. ამას მოჰყვა შემდეგი პლასტიკური ოპერაციებიც - ტუჩის დაბერვა და ა.შ.
ზვერევმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების გარეგნობას შეცვლიდა, ამიტომ სტილისტობა, ვიზაჟისტობა და დიზაინერობა შეისწავლა.
სტილისტების სხვადასხვა კონკურსებშიც მონაწილეობდა, თუმცა ცნობადობა სწორედ პლასტიკური ქირურგიის წყალობით მოიპოვა.
ამბობენ, პლასტიკურ ქირურგიას სპეციალურად, ყურადღების მისაპყრობად მიმართა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნამდვილად გამოუვიდა! ძველ ფოტოებში მას ვერც კი იცნობთ.
ლეა ხიმშიაშვილი






