20 ივლისი, 2016
სერგეი ზვერევი 53 წლის იუბილეს აღნიშნავს - ნახეთ სტილისტის ფოტოები პლასტიკურ ოპერაციამდე
დღეს, 53 წლის იუბილეს რუსეთის ყველაზე ეპატაჟური სტილისტი, სერგეი ზვერევი აღნიშნავს. ჩვენ მას ქერათმიანს, დაბერილ ტუჩებიანს, შეღებილი თვალებითა და ეპატაჟური სამოსით ვიცნობთ.

ის, რომ ზვერევის გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის შედეგია, საიდუმლო არავისთვისაა. თუმცა დაზუსტებით დღემდე არავინ იცის, რატომ გადაწყვიტა მან ამ ნაბიჯის გადადგმა.

ერთ-ერთი ვერსიით, არტისტი მიზეზად 1995 წლის საშინელ ავარიას ასახელებს, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუზიანდა.

გაიკეთა რინოპლასტიკა, რაც უშედეგო აღმოჩნდა და ოპერაცია განმეორებით დასჭირდა. ამას მოჰყვა შემდეგი პლასტიკური ოპერაციებიც - ტუჩის დაბერვა და ა.შ.

არსებობს მეორე ვერსიაც - სერგეის მთელი ცხოვრება სურდა დედას - ცისფერთვალება, ქერათმიან ქალს დამსგავსებოდა, მაგრამ თვითონ შავგრემანი ბიჭუნა იყო. 4 წლის ასაკში მამა გარდაეცვალა, მალე ძმაც, ამიტომ დედა მისთვის მთელი სამყარო იყო.

ზვერევმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების გარეგნობას შეცვლიდა, ამიტომ სტილისტობა, ვიზაჟისტობა და დიზაინერობა შეისწავლა.
სტილისტების სხვადასხვა კონკურსებშიც მონაწილეობდა, თუმცა ცნობადობა სწორედ პლასტიკური ქირურგიის წყალობით მოიპოვა.

ამბობენ, პლასტიკურ ქირურგიას სპეციალურად, ყურადღების მისაპყრობად მიმართა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნამდვილად გამოუვიდა! ძველ ფოტოებში მას ვერც კი იცნობთ.

ლეა ხიმშიაშვილი
126574346158ae73bda433b7a1365c7e26b13ef877В армии3a1c9c0VYlFORbEcПосле первых операции 25288818_Untitled1
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS