18 ივლისი, 2016
რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი მომღერალი გრიგორი ლეპსი ლონდონში არ შეუშვეს
სიმღერა - "საცხოვრებლად ლონდონში გადავალ", როგორც ჩანს გრიგორი ლეპსისთვის მხოლოდ სიმღერად დარჩება. რადგან ახლა, მომღერალს დიდ ბრიტანეთში დასასვენებლად წასვლაც არ შეუძლია.

ბაქოში, მუსიკალურ ფესტივალზე "Жара", გრიგორიმ სცენაზე განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ვიზაზე უარი უთხრა.

"ჩემს საბუთებს 120 დღე ამოწმებდნენ და საბოლოოდ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან მომიბრუნეს" - გაუზიარა ლეპსმა დამსწრე მაყურებელს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლეპსს ვიზაზე უარი განუცხადეს.

2013 წელს ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ მუსიკოსს აშშ-ში შესვლა აუკრძალა.

მაშინ, ლეპსმა ამ
შემთხვევასთან დაკავშირებით განმარტა:

"მთელი ეს ისტორია სულელურად ჟღერს. საინტერესოა რით ხელმძღვანელობდნენ ეს ადამიანები, როცა კრიმინალური დაჯგუფებების წევრად მცნეს.

მე კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. თუ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო დამნაშავედ მიმიჩნევს, დაე ფრენკ სინატრას (რომელსაც ასევე მაფიის წევრად მიიჩნევდნენ) წარსული ამოქექონ და იქნებ დააპატიმრონ კიდეც - ეს ისეთივე აბსურდია, როგორც ჩემი დადანაშაულება.

არ მესმის რა სანქციები მემუქრება? თუ ვარსკვლავებს შესვლას დაუშლიან, რას ვიზამთ - ამერიკა შესანიშნავი ქვეყანაა, მაგრამ გადავიტან. საცხოვრებლად გადასვლას კი მაინც არ ვაპირებდი".

ნაოკო ვატანაბე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS